პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკსა და მთაწმინდის პარკში ღონისძიებები თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და სხვა .
ბავშვთა დაცვის დღე ასევე აღინიშნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც – დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობები.