Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართული მისთვის ჩვეულებრივი სამეტყველო ენა იყო… მეტეხელებს არაერთხელ უამბიათ, რომ მათ თვალწინ იზრდებოდა ვალოდია” – პუტინის “ქართული საიდუმლო”

May 31, 2023
“ქართული მისთვის ჩვეულებრივი სამეტყველო ენა იყო… მეტეხელებს არაერთხელ უამბიათ, რომ მათ თვალწინ იზრდებოდა ვალოდია” – პუტინის “ქართული საიდუმლო”

რუსი ქალი რომელიც საქართველოში იყო გათხოვილი და აცხადებდა რომ პუტინის დედა იყო (იგი მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა) გარდაიცვალა.

გთავაზობთ სტატიას არქივიდან სადაც პუტინის საქართველოსთან კავშირი ჯერკიდევ ღრმა ბავშობიდან იწყება:

პოლონელი ჟურნალისტი და მწერალი კრისტინა­ კურჩაბ-რედლიხი არაერთი წიგნის “Вова, Володя, Владимир. Тайны России Путина” (რომელიც პოლონეთში ბესტსელერად იქცა), მათ შორის ჩეჩნეთის ომზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორია, ერთ-ერთი პირველია, რომელიც პუტინის საქართველოში გატარებულ ბავშვობაზე მტკიცებით ფორმაში საუბრობს. 2005 წელს ის ჟურნალისტური საქმიანობისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. “კვირის პალიტრა” მას ვარშავაში დაუკავშირდა:

– ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დამდეგს ამის შესახებ ერთ-ერთმა ქართულმა მედიამ მოამზადა სტატია (ცნობისთვის: ქალზე, რომელიც თავს პუტინის დედად მიიჩნევდა, “კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა მარინა ბაბუნაშვილმა 2001 წელს ვრცელი ინტერვიუ მოამზადა, სადაც მოხუცი თავის ისტორიას დეტალურად გვიამბობდა), რომლის ამონარიდები, თემისადმი ცხოველი ინტერესის გამო რუსულ მედიაშიც გავრცელდა. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაზეთ “Совершенно секретно-ს” დამფუძნებელი, შესანიშნავი ჟურნალისტი არტემ ბოროვიკი, კომპანია “Альянс”-ის წარმომადგენელ ზია ბაჟაევსა და კიდევ შვიდ კაცთან ერთად კერძო თვითმფრინავ Як-40-ით საქართველოში ვლადიმირ პუტინის დედასთან შესახვედრად აპირებდნენ გამოფრენას, მაგრამ თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ავიაკატასტროფას ეკიპაჟის ყველა წევრი ემსხვერპლა. ოფიციალურად მას ტრაგიკული შემთხვევა უწოდეს, თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რადგან ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც ბოროვიკი საქართველოში მოფრინავდა. საინტერესო ის იყო, რომ მან პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის ბავშვობის ამსახველი დოკუმენტური მასალა ვერ იპოვა, საქართველოში კი იმიტომ მიდიოდა, რომ მის ბიოლოგიურ დედაზე ინფორმაცია ჰქონდა. თვითმფრინავის აფეთქების საქმის გამოძიება 15 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ პილოტის დანაშაულის გარდა, სხვა პრობლემა ვერ გამოიკვეთა და საქმე დაიხურა.

ლი მისთვის ჩვეულებრივი სამეტყველო ენა იყო, იმდენად, რომ ურალის სკოლაში შეყვანის შემდეგ ორი კლასით უკან დასვეს, რადგან რუსული ენა სრულყოფილად არ იცოდა.

დედა ამბობს, რომ ბავშვის ურალში წაყვანის გადაწყვეტილება მის გადასარჩენად მიიღო, სურდა, მოძალადე მამინაცვლისგან დაეხსნა, ნორმალური კვება, მზრუნველობა ჰქონოდა. თუმცა ვერასდროს იფიქრებდა, რომ შვილს უკანასკნელად ხედავდა. მოხუცი იხსენებდა, დამშვიდობებისას, რომელიც მაშინ დროებითი მეგონა, ისე ტიროდა, მთელი სხეულით კანკალებდა. არ მინდოდა ისტერიკას ავყოლოდი და არც ჩავიხუტე, რასაც მთელი ცხოვრება ვნანობო. ვერას მშობლებმა ერთხანს იზრუნეს ბიჭზე, მაგრამ შესაძლოა იმის შიშით, რომ ვერას ისევ მოძალადე მამინაცვალთან არ დაებრუნებინა, ბავშვი პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში საცხოვრებლად გადასულ შორეულ ნათესავებს, მარია შელოუმოვასა და ვლადიმირ სპირიდონის ძე პუტინს მიაშვილეს. ქალი 42 წლის იყო, მამაკაცი – 55-მდე. მათ ლენინგრადის ბლოკადის დროს ორი შვილი ჰყავდათ დაკარგული. ერთი სიტყვით, “ოფიციალური” ცნობების მიხედვით, 1952 წელს მათ ვაჟი გაუჩნდათ, სინამდვილეში კი ბავშვი იშვილეს. ვოვა ახლობლებთან დაშორებას ძალიან განიცდიდა, რადგან არც ისე პატარა იყო, ყველაფერი ახსოვდა, ისედაც ფსიქიკაშერყეულს, ახლა სხვა ოჯახში, უცნობ ადამიანებთან უწევდათ შეგუება.

ბებია-ბაბუამ, ანუ ვერას მშობლებმა, ქალიშვილს უთხრეს, რომ ვოვა ინტერნატში ჩააბარეს და მას დედასთან კონტაქტი აღარ სურდა. დედა შვილს წლების განმავლობაში ეძებდა – რეკავდა ან წერილს გზავნიდა მშობლებთან, რათა შვილის მდგომარეობა გაეგო, მაგრამ ამაოდ. მაშინ კომუნიკაციის ასეთი საშუალებები არ არსებობდა, ადამიანები იოლად კარგავდნენ ერთმანეთს.

ლენინგრადელი მეზობლები და პუტინების გარემოცვა იხსენებდა, მარიამ ერთ დღეს პატარა ბიჭი მოიყვანა და გვითხრა, ეს ჩემი შვილია, ამიერიდან ჩვენთან იცხოვრებს, ეთამაშეთ და არ გამიბრაზოთო. ეზოს ბავშვები იხსენებდნენ, როგორ გამოეცხადათ ერთ დღეს პატარა პუტინი. უმეტესობა უსაფრთხოების გამო ვინაობის გამხელას ერიდებოდა, მაგრამ სიმართლე არასდროს იმალება. არასდროს, ფეხმძიმე მარია არავის უნახავს, ისე, როგორც ჩვილი ბავშვით მოსეირნე ცოლ-ქმარი, რაც რუს საზოგადოებაში მიღებულია. პატარა ვოვასთვის უცხო ხალხთან შეგუება ადვილი არ იყო. ბავშვს, როგორც ყველა მცირეწლოვანს, მშობლიური გარემო სჭირდებოდა. ახალი­ “მშობლები” ბავშვის ახალი დოკუმენტების მოგვარებას შეუდგნენ, ასე გაჩნდა მისი დაბადების ახალი თარიღი – ვლადიმირ პუტინი, დაბადებული 1952 წელს. სკოლაშიც მიიყვანეს, პირველ კლასში. ასე დაიწყო ვოვას­ პეტერბურგული­ ცხოვრება, რომელიც ლაღი არც შემდეგ ყოფილა. ვოვას არც ახალი “მამისგან” აკლდა ძალადობა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უფროსი ვლადიმირი შვილობილს ვერ იტანდა, უბრალოდ, ეგონა, ეს აღზრდის სწორი მეთოდი იყო. ის ხომ ენ-კა-ვედეს ყოფილი თანამშრომელი იყო. მოკლედ, მას სიმკაცრე ხასიათში ჰქონდა გამჯდარი და “შვილსაც” სასტიკად სჯიდა.

– თქვენი ინფორმაციით, საქართველოში და ან ძმა დარჩა?

– ორი ნახევარდა ჰყავს. ერთი ვერსიით, ძმაც, რომელიც ყველაზე უმცროსია, მასზე თითქმის არაფერია ცნობილი. უმცროსის, სონიას შესახებ ვიცი, რომ თბილისში ცხოვრობდა, უფროსი კი, სოფია, დედასთან და მკაცრად აკონტროლებდა, რომ მოხუცს მედიასთან არაფერი ეთქვა. მე გამიმართლა და ვერასთან ისეთ დროს მივედი, როდესაც ქალიშვილი შინ არ იყო, თუმცა მაინც ღობის იქიდან მომიწია გასაუბრებამ. ჭიშკარს დიდი რკინის ბოქლომი ედო. მასთან მისვლამდე დიდ მასალას გავეცანი, ვნახე დოკუმენტური ფილმები და გადაცემები. ქალი უკვე ასაკში იყო, მაგრამ ჩემთანაც სიტყვასიტყვით ის გაიმეორა, რასაც სხვასთან ჰყვებოდა. მითხრა, რომ შეუძლია გაუგოს შვილს, რომელმაც უარყო, რადგან თავის დროზე მან თქვა უარი პირველ შვილზე, ოღონდ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა. მოხუცის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფია წამოიზარდა, ხშირად რეკავდა იმ ინტერნატში, რომელზეც ბებია-ბაბუამ უთხრა, რომ ვოვა ცხოვრობდა, მაგრამ უფროსი ძმის შესახებ ვერაფერი გაიგო. ერთხელ რაღაც არხებით მის ბოლო კვალზე გავიდა, მაგრამ უხეშად უპასუხეს, კა-გე-ბეში მუშაობს და მასთან დაკავშირების უფლება არ გაქვთო. დიდი ალბათობით, თავად ვოვამ მოუჭრა ოჯახის წევრებს დასაკავშირებელი გზები. 2000-იან წლებამდე, ანუ მანამდე, სანამ პუტინი დიდ პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, მისი პერსონა ისედაც ყველასთვის უცნობი იყო და არც არავის აინტერესებდა.

როგორც ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა მითხრა, 2015 წელს ისიც ჩასულა საქართველოში ვერა პუტინასთან შესახვედრად, მაგრამ მისმა ქალიშვილმა სასწრაფოდ წასვლა მოსთხოვა. ამის მიუხედავად, ერთხელ ქალის სახლში მაინც შეუღწევიათ სამედიცინო უწყების თანამშრომლებს, რომელთაც ვერას სისხლი აუღეს. წაუღიათ მისი თმის ღერებიც, სავარაუდოდ, დნმ-ისთვის თუმცა შემდეგ ამ საქმეზე არაფერი თქმულა.

პუტინის ბავშვობის ამბების მოძიებას შეეწირა ჟურნალისტი ბოროვიკი და მისი თანმხლებნიც იმ თვითმფრინავში. იმის დაჯერება, რომ აფეთქება უბედური შემთხვევა იყო, მიამიტობაა, რადგან გაქრა ჟურნალისტის კომპიუტერი და სხვა მტკიცებულებები.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ასიათასობით კაცის სიცოცხლეა პუტინის კისერზე – ჩეჩნეთის ომები, ლიტვინენკო, ანა პოლიტკოვსკაია, 1999 წელს მოსკოვში კაშირსკოე შოსეს გასწვრივ სახლების აფეთქების საქმეზე შექმნილი კომისიის წევრები…

ადამიანების სიძულვილი პუტინის ცხოვრების ყოველდღიურობაა, რომელსაც იმით ამართლებს, რომ მისთვის რუსეთი ყველაფერზე, პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე, ადამიანურ ურთიერთობებზე მაღლა დგას და მზად არის მას ყველაფერი შეწიროს. ასე იქცევიან ფსიქოლოგიური დარღვევის მქონე პირები.

მე ვიყავი დრეზდენშიც, სადაც ახალგაზრდობაში პუტინი და მისი ცოლი, ლუდმილა ცხოვრობდნენ. გერმანელმა მეზობლებმა გაიხსენეს, რომ რუსი კაცი არასდროს ეხმარებოდა ფეხმძიმე ცოლს, არ სცემდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალადობდა, მუდმივად ამცირებდა, თავს არარაობად აგრძნობინებდა. კაბინეტში პეტრე პირველის პორტრეტი უკიდია, რაც ნიშნავს, რომ სურს ქვეყნის ისტორიაში დიდი პოლიტიკური მოღვაწის სახელით შევიდეს. ასე იქცევიან ბავშვობიდან გაბოროტებული დიქტატორები, ცდილობენ თავიანთი არასრულფასოვნების კომპლექსი რაღაც “დიდებული” საქმით შეფუთონ.

– თქვენ წლების განმავლობაში ცხოვრობდით რუსეთში, რა დროსაც მოგიწიათ ანა პოლიტკოვსკაიასა და სამხედრო კორესპონდენტ ვიაჩესლავ იზმაილოვთან ურთიერთობამ, რაც დიდი გამოცდილება იქნებოდა.

– დიახ, მე მათთან შედარებით ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვიყავი. საოცარ საქმეებზე მუშაობდნენ, რისკავდნენ თავიანთი და ახლობლების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების ფასად, ისინი ამისთვის იყვნენ დაბადებული. როდესაც წიგნზე დავიწყე მუშაობა, მაშინ გავიგე, რამდენი კაცის სიკვდილი უკავშირდება პუტინისა და მისი გარემოცვის სახელს.

მე წლების განმავლობაში ვიცხოვრე და ვიმუშავე რუსეთში. შევესწარი უამრავ მიტინგს, ხალხი დემოკრატიას, უკეთეს, ღირსეულ ცხოვრებას ითხოვდა. თუმცა რუს ხალხს არ ესმის დემოკრატიის არსი, მისთვის უცხოა დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები.

ვისაც ესმოდა, რომ ასეთი ფორმით ქვეყანა დიდხანს ვერ იარსებებდა, პუტინმა მოიშორა, მათ შორის ბორის ნემცოვი, რომელიც პუტინზე მასალის მოგროვებიდან ორ კვირაში ქუჩაში დაცხრილეს. არც ახლა შეცვლილა რამე. რუსეთის გენერალიტეტი უკრაინაზე თავდასხმამდე აცნობიერებდა, რომ ომს წააგებდნენ, მაგრამ პუტინს ამის თქმა ვერ გაუბედეს. ყველა დიქტატორს ქვეშევრდომები იმას ეუბნებიან, რისი მოსმენაც მას სურს. პუტინსაც ეუბნებოდნენ, რომ უკრაინელები თავს რუსეთის ნაწილად მიიჩნევენ, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში მოგვარდებოდა, პროდასავლური ხელისუფლება ძალიან სწრაფად განეიტრალდებოდა და დიადი რუსეთის აღდგენის იდეამდე სულ ცოტაღა დარჩებოდა. მთელი მსოფლიო დიდხანს დუმდა რუსეთის კორუმპირებულ შეიარაღებულ ძალებზე, გენერალიტეტზე, დემორალიზებულ არმიაზე, 2008 წლის საქართველოსა და ჩეჩნეთის ომებზე და თან ნავთობრესურსების გამო დიდ რუსეთთან შეჯახებას ერიდებოდა, დღეს კი ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენს არ უჭირს გადაწყვეტილების მიღება. არადა იმ საშინელი თავდასხმების შემდეგ, სხვადასხვა ლიდერი პუტინს თავის ქვეყანაში ეპატიჟებოდა, ახლა კი მთელი მსოფლიო გაერთიანდა მის წინააღმდეგ, ოღონდ ამისთვის უამრავი უკრაინელის სიცოცხლე გახდა საჭირო. პუტინის გარშემო მხარდამჭერთა წრეც მცირდება, რადგან სანქციებმა მათ ბიზნესს დაარტყა და თუ კეთილდღეობას დაკარგავენ, რაში სჭირდებათ პუტინი? მას რაღა დარჩენია, უნდა იბრძოლოს, უკან ვეღარ დაიხევს, ამიტომ რუსეთი გაჩერდება იქ, სადაც პუტინს გააჩერებენ.

 

წყარო: kvirispalitra.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა დეტალებია ცნობილი ქუთაისში, მდინარე რიონში, 19 გოგოს დაღუპვის შესახებ?
  • ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
  • ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge