Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იყო ღალატის შემთხვევები, მაგრამ მე ამით არ ვამაყობ, მე ჩემი შეყვარებული კი არა, საკუთარი თავი მოვატყუე“ – თურქი ვარსკვლავის ცხოვრება და დრამა

May 31, 2023
“იყო ღალატის შემთხვევები, მაგრამ მე ამით არ ვამაყობ, მე ჩემი შეყვარებული კი არა, საკუთარი თავი მოვატყუე“ – თურქი ვარსკვლავის ცხოვრება და დრამა

ეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი თურ­ქე­თის ერთ-ერთი ვარ­სკვლა­ვია. მსა­ხი­ობ­მა დრა­მა­ტულ სე­რი­ა­ლებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მას რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც არა­ნაკ­ლე­ბი დრა­მა აქვს.

ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი
ნეს­ლი­ჰა­ნის დედა ბე­ლა­რუ­სია, მამა კი ეროვ­ნე­ბით ჩერ­ქე­ზი. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხი ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ჯერ კი­დევ 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს, მო­მავ­ლის სა­ძი­ებ­ლად, თურ­ქეთ­ში წა­ვიდ­ნენ. სწო­რედ იქ, სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი.

ნეს­ლი­ჰა­ნის მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­დნენ მის შე­მოქ­მე­დე­ბით გზას. სწო­რედ მათ და­არ­წმუ­ნეს მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი, რომ შე­ეძ­ლო კი­ნოს სამ­ყა­როს და­პყრო­ბა. “მსა­ხი­ო­ბო­ბა რვა წლის ასაკ­ში გა­დავ­წყვი­ტე. ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დით და მერე მა­მას ვუ­თხა­რი, რომ მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი. გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა: “შე­გიძ­ლია, ქა­ლიშ­ვი­ლო”. რო­დე­საც 13 წლის ვი­ყა­ვი, ვი­პო­ვე სამ­სა­ხი­ო­ბო სა­ა­გენ­ტოს სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია, თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დი. ყვე­ლა დე­ტა­ლის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, დე­დას ვთხო­ვე სა­ა­გენ­ტო­ში წა­ვეყ­ვა­ნე“, – იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ათა­გულ­მა პირ­ვე­ლი რო­ლე­ბი რეკ­ლა­მებ­სა და მინი სე­რი­ა­ლებ­ში ჯერ კი­დევ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის დროს მი­ი­ღო, თუმ­ცა ამას დიდი წარ­მა­ტე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. მსა­ხი­ო­ბი 16 წლის ასაკ­ში შე­ამ­ჩნი­ეს, რო­დე­საც სე­რი­ალ­ში – “ფო­თოლცვე­ნა” გა­მოჩ­ნდა, მან მა­შინ­ვე და­ი­პყრო მა­ყუ­რე­ბე­ლის გული. კრი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა ვარ­სკვლავს დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ­მა “სტამ­ბო­ლის ორი სახე“ მო­უ­ტა­ნა.

გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ნეს­ლი­ჰა­ნი თა­ვის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. “არა მგო­ნია, რომ ეს ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი იყო. შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო კა­დირ­თან, მაგ­რამ მა­შინ­ვე არ მიგ­რძნია რა­ღაც. გრნო­ბე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვი­და, ”- თქვა მსა­ხი­ობ­მა.

სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი 2014 წელს დას­რულ­და და მა­შინ ჯერ კი­დევ 22 წლის იყო და უკვე პო­პუ­ლა­რო­ბის მწვერ­ვალ­ზე. მსა­ხი­ობ­მა გა­და­წყვი­ტა, კა­რი­ე­რა­ში დიდი შეს­ვე­ნე­ბა არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა და კი­დევ ერთ პო­პუ­ლა­რულ პრო­ექ­ტში, “შავი სიყ­ვა­რუ­ლი“ ითა­მა­შა.

ის ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ რო­ლებ­ზე ოც­ნე­ბობს: “სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი ჯო­კერს. ამ როლ­ზე დიდი ხა­ნია ვოც­ნე­ბობ! მინ­და ვნა­ხო ჩემი თავი ახალ ამ­პლუ­ა­ში. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ და ჩემს საქ­მეს ყო­ველ­თვის კარ­გად ვა­კე­თებ“, – ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა ვარ­სკვლავ­მა.

სხვა­თა შო­რის, “შავი სიყ­ვა­რუ­ლის“ გა­და­ღე­ბე­ბი­სას პრე­სა­ში ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი ნეს­ლი­ჰა­ნი­სა და ბუ­რაქ ოზჩი­ვი­ტის რო­მა­ნის შე­სა­ხებ. თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დი მცდა­რი აღ­მოჩ­ნდა. 2016 წელს მსა­ხი­ო­ბი და­ქორ­წინ­და ქა­დირ დო­გუ­ლუ­ზე.

მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ცოლი თუ ბედ­ნი­ე­რი საყ­ვა­რე­ლი?
თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ნეს­ლი­ჰან­სა და ქა­დირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის შორს იყო იდე­ა­ლუ­რის­გან. ათა­გულ­თან შეხ­ვედ­რამ­დე დო­გუ­ლუს მა­ჩოს რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და. თა­ვად მა­მა­კაც­მა აღი­ა­რა, რომ ის ქა­ლებს ატყუ­ებ­და, თუმ­ცა ასე­თი საქ­ცი­ე­ლი შეც­დო­მად მი­აჩ­ნდა. “დიახ, იყო ღა­ლა­ტის შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ მე ამით არ ვა­მა­ყობ. მე მჯე­რა, რომ მო­ვა­ტყუე სა­კუ­თა­რი თავი და არა ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი”, – აღი­ა­რა მსა­ხი­ობ­მა.

2021 წელს ნეს­ლი­ჰა­ნის ქმა­რი პრო­ექტ Secret of Love-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც სერა არი­თურ­ქი იყო მისი პარტნი­ო­რი. ინ­სა­ი­დე­რე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ვარ­სკვლა­ვებს შო­რის ისე­თი ნა­პერ­წკლე­ბი გაჩ­ნდა, რომ მათი შემ­ჩნე­ვა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. რამ­დენ­ჯერ­მე მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თად ნა­ხეს გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის მიღ­მა და ეს საკ­მა­რი­სი იყო იმის­თვის, რომ ჭო­რე­ბი ყვე­ლა თურ­ქულ გა­მო­ცე­მა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ათა­გულ­მაც ცე­ცხლზე ნავ­თი და­ას­ხა, იმა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სა­ეჭ­ვოდ ხში­რად ჩნდე­ბო­და მარ­ტო. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის თქმით, ის დეპ­რე­სი­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლო პრობ­ლე­მებ­თან. ამ თე­მა­ზე იმ­დე­ნად ხში­რად იწე­რე­ბო­და, რომ ქა­დი­რი ცდი­ლობ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ყველ ჯერ­ზე ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ის კვლავ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ბედ­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­შია.

“შავი სიყ­ვა­რუ­ლის“ გა­და­ღე­ბე­ბი­სას
რა თქმა უნდა, მისი სი­ტყვე­ბი ნაკ­ლე­ბად და­ი­ჯე­რეს, მაგ­რამ წყვილ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ქორ­წი­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა. ნეს­ლი­ჰა­ნი და ქა­დი­რი კვლავ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არი­ან, პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნე­ბენ ერ­თობ­ლივ სუ­რა­თებს. სწო­რედ დო­გუ­ლუ იყო ნეს­ლი­ჰა­ნის გვერ­დით ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში, როცა მსა­ხი­ო­ბი ავად გახ­და.

დი­აგ­ნო­ზი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა
ნეს­ლი­ჰა­ნი დი­დე­ბის მწვერ­ვალ­ზე დარ­ჩა ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ქალი ამ სტა­ტუ­სის დათ­მო­ბას არა­სო­დეს აპი­რებ­და, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. 2021 წლის და­სა­წყის­ში მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსა­ხი­ო­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სე­რი­ალ “ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლის“ გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი­დან. მა­ლე­ვე გახ­მა­ურ­და დი­აგ­ნო­ზი – გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მი.

მსა­ხი­ობს წო­ლი­თი რე­ჟი­მი და მკაც­რი დი­ე­ტა და­უ­ნიშ­ნეს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ ამა­ნაც ვერ უშ­ვე­ლა. რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ ძვე­ლე­ბურ რე­ჟიმ­ში ვე­ღარ იმუ­შა­ვებ­და, ნეს­ლი­ჰან­მა უარი თქვა “ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლის“ გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. “ვემ­შვი­დო­ბე­ბი ნა­რეს, რომ­ლის როლ­შიც ჩემი სხე­უ­ლის ყვე­ლა უჯრედ­მა იცხოვ­რა! ვი­ფიქ­რე, რომ ამას გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემ­მა სხე­ულ­მა მაც­ნო­ბა, რომ არა­ფე­რი გა­მომ­დი­ო­და”, – გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მისი ავამდყო­ფო­ბა არ და­ი­ჯე­რა. ისი­ნი წერ­დნენ, რომ მისი დი­აგ­ნო­ზი რე­ა­ლუ­რად ტყუ­ი­ლი იყო და ათა­გულს, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და რო­გორც “ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლის“ რე­ი­ტინ­გი, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი ეპი­ზო­დე­ბის სცე­ნა­რი. ამი­ტომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გა­ი­თა­მა­შა, რათა თავი და­ეღ­წია ჯა­რი­მის­თვის, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლი­დან წას­ვლას მოჰ­ყვე­ბო­და.

მომ­დევ­ნო წელს ნეს­ლი­ჰან­მა მარ­თლაც გა­ი­ა­რა მკურ­ნა­ლო­ო­ბის ურ­თუ­ლე­სი კურ­სი. მას აღარ უთა­მა­შია სე­რი­ა­ლებ­ში და პრაქ­ტი­კუ­ლად გაქ­რა და მა­შინ­ვე და­კარ­გა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფა­ვო­რი­ტის სტა­ტუ­სი.

ათა­გუ­ლის ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, მსა­ხი­ობ­მა სა­ბო­ლო­ოდ იპო­ვა ძალა, რომ პრო­ფე­სი­ას დაბ­რუ­ნე­ბო­და. განაგრძეთ კითხვა…

წყარო – ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge