Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება

May 31, 2023
სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება

„პრაიმტაიმს“ პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე თავისი მეგობრის, ცნობილი მსახიობის, მკლავჭიდელისა და ყოფილი პარლამენტარის, სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა.

ლორთქიფანიძის თქმით, ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება.

„ბოლო თვეებია, სოსო სერიოზულადაა ავად. აქვს სიმსივნე და ინტენსიურ მკურნალობას გადის ქართულ-გერმანულ კლინიკაში. იტარებს სამედიცინო მანიპულაციებს, მათ შორის, ქიმიას. ბოლო პერიოდში, თვალშისაცემი შედეგიც აქვს. ის თვეების განმავლობაში კომუნიკაციაში არავისთან შედიოდა. ქიმიას რომ გაიკეთებს, კონტაქტური არ არის ხოლმე.

სოსოს სამი წლის წინ კუჭის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა. მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვერდით მაგრად დაუდგა და სიკვდილს ხელიდან გამოვტაცეთ. არ იყო წინაპირობა იმისა, რომ რამე მოუვიდოდა, კონტროლზეც იყო, მაგრამ 5 თვის წინ სიმსივნე ღვიძლზე აღმოაჩნდა.

როცა გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, დავურეკე. ტელეფონზე არ მიპასუხა და მომენტალურად, მასთან სახლში წავედი. არ ჰქონდა თავი, რომ ეპასუხა.

სოსო ახლა მკურნალობის კურსს იტარებს და უმოკლეს დროში თურქეთში გაემგზავრება სამკურნალოდ, საკმაოდ სერიოზულად კლინიკაში. კლინიკის მითითებით, გენეტიკური ანალიზი გაუკეთეს, რომ მკურნალობა კონკრეტული მიმართულებით წავიდეს და არ გაუკეთდეს ქიმია ისე, რომ მთელი ორგანიზმი დაენგრეს.

თურქეთის კლინიკასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და დღე-დღეზე გაემგზავრება. იქ 5-ეტაპიანი მკურნალობა უნდა ჩაიტაროს, რომელიც 2-3 თვეს მოიცავს. პირველი ეტაპის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შემდეგ ისევ მკურნალობა და ა.შ. ეუბნებიან, რომ მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება“ , – აღნიშნა ლორთქიფანიძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ, თუმცა ის მცდარი აღმოჩნდა.

წყარო: „პრაიმტაიმი“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ…” – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში
  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge