Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასარგებლო საკვები მაღალი წნევისთვის

May 30, 2023
“10 საკვები, რომლებიც კალორიებს წვავს და დიეტის გარეშეც ამცირებს წონას”

საკვები, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაკვეითებას:

ციტრუსები – ციტრუსებს, მათ შორის გრეიფრუტს, ფორთოხალსა და ლიმონს, შეიძლება ჰქონდეს ძლიერი არტერიული წნევის დამწევი ფუნქცია. ისინი დატვირთულია ვიტამინებით, მინერალებითა და მცენარეული ნაერთებით, რომლებიც ხელს უწყობენ გულის სიჯანსაღის შენარჩუნებას, გულის დაავადებების რისკ- ფაქტორების შემცირებით, როგორიცაა მაღალი წნევა. კვლევამ, აჩვენა, რომ ლიმონის წვენის ყოველდღიური მიღება მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული სისტოლური არტერიული წნევის შემცირებასთან, ეს ეფექტი კი განპირობებულია ლიმონში შემავალი ლიმონის მჟავასა და ფლავონოიდების შემცველობით.

შეკითხვა ექიმს

-გამარჯობა ჩემმა 5 თვის ლეკვმა თამაშის დროს შემთხვევით ფეხზე გამკაწრა , ნაკაწრი ღრმა არ იყო თუმცა სისხლი მდიოდა ,საპნით ჩამოვიბანე და “პერეკისი” დავისხი , ლეკვი აცრილი არ არის და სახლში გაზრდილია სხვა ძაღლებთან ურთიერთობა არ ჰქონია,გავიდა 3 თუ 4 დღე და ლეკვი მანქანამ მომიკლა :(( თუმცა ამ 3-4 დღის მანძილზე თავს კარგად გრძნობდა,მე არ ავცრილვარ და რაიმე საშიში ხომ არ არის ?

პასუხი
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ფორთოხლისა და გრეიფრუტის წვენის დალევა ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. მიუხედავად ამისა, გრეიფრუტსა და გრეიფრუტის წვენს შეუძლია ხელი შეუშალოს არტერიული წნევის დამწევიმედიკამენტების მოქმედებას, ამიტომ ამ ხილის თქვენს დიეტაში დამატებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ცხიმიანი თევზი – თევზი არის ომეგა -3 ცხიმების წყარო, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს გულის ჯანმრთელობისთვის. ეს ცხიმები ხელს უწყობს არტერიული წნევის დონის შემცირებას ანთების შემცირებით და სისხლძარღვების შემავიწროვებელი ნაერთების, ოქსილიპინების დონის შემცირებით.

გოგრის თესლი – გოგრის თესლი არტერიული წნევის კონტროლისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების კონცენტრირებული წყაროა, მათ შორის მაგნიუმის, კალიუმის და არგინინის (ამინომჟავა, რომელიც საჭიროა აზოტის ოქსიდის წარმოებისთვის, რაც აუცილებელია სისხლძარღვების მოდუნებისა და არტერიული წნევის შესამცირებლად). ასევე ნაჩვენებია, რომ გოგრის თესლის ზეთი არის ძლიერი ბუნებრივი საშუალება მაღალი წნევის დროს.

კენკრა – კენკრა ასოცირდება ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელთან, მათ შორისგულის დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორების შემცირებასთნ, როგორიცაა მაღალი წნევა.მოცვი, ჟოლო, მარწყვი დაკავშირებულია არტერიული წნევის დაქვეითებასთან. კენკრა ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა, მათ შორის ანტოციანინების. ნაჩვენებია, რომ ანტოციანინები ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს სისხლში და ამცირებს სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოლეკულების გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დონის შემცირებას. თუმცა, მეტი კვლევაა საჭირო ამ მექანიზმების დასადასტურებლად.

სტაფილო – სტაფილო მდიდარია ფენოლური ნაერთებით, როგორიცაა ქლოროგენი, პ-კუმარინი და კოფეინის მჟავები. ისინი ხელს უწყობენ სისხლძარღვების მოდუნებას და ამცირებენ ანთებას, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დონის შემცირებას.

პომიდორი – პომიდორი მდიდარია მრავალი ნუტრიენტით, მათ შორის კალიუმით და კაროტინოიდული პიგმენტი ლიკოპენით. ლიკოპენი დაკავშირებულია გულის ჯანმრთელობასთან. კვლევების მიმოხილვით დადგინდა, რომ პომიდვრისა და პომიდვრის პროდუქტების მოხმარება აუმჯობესებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს გულის დაავადებებისა და გულის დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკის შემცირებას.

ბროკოლი – ბროკოლი ცნობილია მისი მრავალი სასარგებლო ეფექტით, მათ შორის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით. ბროკოლი დატვირთულია ფლავონოიდური ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის შემცირებას სისხლძარღვების ფუნქციის გაძლიერებით და ორგანიზმში აზოტის ოქსიდის დონის გაზრდით.

ბერძნული იოგურტი – ბერძნული იოგურტი არის რძის პროდუქტი, რომელიც დატვირთულია მინერალებით. ბერძნული იოგურტი შეიცავს კალიუმს და კალციუმს. ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას.

ჩიას და სელის თესლი – ჩია და სელის თესლი აუცილებელია ჯანსაღი არტერიული წნევის რეგულირებისთვის. ის შეიცავს კალიუმს, მაგნიუმსა და ბოჭკოს.

ჭარხალი -ჭარხალი მდიდარია ნიტრატებით, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების მოდუნებას და ამცირებს არტერიულ წნევას.

წყარო – mkurnali.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • „რაღაც სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და [ქალი] 6 წლით ციხეში უნდა ჩავსვაო – ეს არის მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე
  • „ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს“ – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge