ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა.
შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კედელზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბათუმის სტადიონის ფონზეა გამოსახული.
ქუჩის მხატვრობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას 21 წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადდა, რაც სპორტული ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.