რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ცხინვალის რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი იმედოვნებს, რომ ე.წ. “რესპუბლიკა“ მალე რუსეთის შემადგენლობაში შევა.
გაგლოევი მოხარულია, რომ რუსეთთან გაერთიანების თაობაზე “ხალხის სურვილი გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას დაემთხვა“.
“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას. მოხარული ვართ, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი დადგება“, – განაცხადა მან.
წყარო:kommersant.ru