C ვიტამინის დერმატოლოგიური სარგებლობის მისაღებად საუკეთესო გზაა კანის მოვლის საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მას.
C ვიტამინი ასევე ცნობილი, როგორც ასკორბინის მჟავა ან L-ასკორბინის მჟავა – ხშირად გვხვდება შრატის სახით, ასევე ის შედის კრემებისა და ლოსიონების შემადგენლობაში. ეს ყველაფერი კი ეხმარება კანს C ვიტამინის ადვილად ათვისებაში.
C ვიტამინის შრატის გამოყენების უპირატესობები:
იცავს კანს დაზიანებისგან – კანი მუდმივად იმყოფება მავნე ზემოქმედების ქვეშ, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება და მზის ზემოქმედება. ანტიოქსიდანტებს კი შეუძლიათ დაიცვან კანი თავისუფალი რადიკალებისგან. არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ C ვიტამინს აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი. C ვიტამინის აქტიური გამოყენება ხელს უწყობს უჯრედების ნაკლებად დაზიანებას და კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას.
აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი – თავისუფალ რადიკალებს, ისევე როგორც ასაკს შეუძლიათ დააჩქარონ კანის დაბერება, ამასთან ასაკის მატებასთან ერთად კანი ნაკლებ კოლაგენს გამოიმუშავებს. ნაჩვენებია, რომ C ვიტამინი აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას.
ხელს უწყობს მზისგან დამცავი საშუალებების ეფეტის გაძლიერებას – კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც C ვიტამინს აერთიანებთ მზისგან დამცავ კრემთან, მიიღებთ კიდევ უფრო უკეთეს დაცვას მზისგან. C ვიტამინის გამოყენებამ E ვიტამინთან და რამდენიმე სხვა აქტიურ პროდუქტთან ერთად შეიძლება შეამციროს მზის დამწვრობის შედეგად გამოწვეული ტკივილი და ანთება.
ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას – C ვიტამინი ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას მზის ლაქებისა და სხვა მუქი შეფერილობის ლაქების გაქრობის გზით. ეფექტისთვის საჭიროა C ვიტამინის რეგულარული გამოყენება.
ამცირებს თვალის ქვეშ მუქ წრეებს – კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინი C ხელს უწყობს თვალის ქვეშ მუქი წრეების შემცირებას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ C ვიტამინის კოლაგენის გამაძლიერებელი უნარი შეიძლება დაეხმაროს თვალის ქვეშ კანის გამკვივებას, რაც ართულებს მუქი წრეების გაჩენას.
გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები C ვიტამინის შრატის გამოყენებისას:
ადამიანების უმეტესობას არ აღენიშნება რაიმე უარყოფითი გვერდითი მოვლენა C ვიტამინის შრატის გამოყენებისას, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გქონდეთ:
სიმშრალე;
ქავილი;
სიწითლე
თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, დაიწყეთ L-ასკორბინის მჟავის დაბალი კონცენტრაციით.
წყარო – mkurnali.ge