ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ვირუსით გამოწველი გართულებების შედეგად, ქვეყანაში გარდაცვლილია 1 576 ადამიანი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა” – აღნიშნა სიჭინავამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს. გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი და საერთო რაოდენობა 141 392-ს შეადგენს.