ადამიანის ხასიათზე, ცხოვრებასა და წარმატებაზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს და გარემოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, დაბადების ზუსტი დროის ცოდნაც აუცილებელია, რადგან, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მასზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადამიანის ესა თუ ის თვისება. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არ ვიცით, რა ხდება ჩვენს თავს, კონკრეტულად, რა გვაღიზიანებს და გვაშფოთებს. ადამიანები სტრესული სიტუაციიდან გამოსვლას სხვადასხვა გზით ცდილობენ. ვიღაც ფსიქოლოგთან მიდის, ვიღაც კი – ასტროლოგთან. ასტროლოგს კი დაბადების ზუსტი დრო სჭირდება, რომ გაიგოს, რა გავლენას ახდენენ ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებაზე.
დაბადების წუთების ზუსტად განსასაზღვრავად რამდენიმე გზა არსებობს:
ჰკითხეთ დედას – ქალმა, როგორც წესი, ზუსტად იცის, რომელ საათსა და წუთზე ჩაიხუტა პირველად თავისი შვილი.
ჰკითხეთ ახლობლებს – ახლო ნათესავებმა, ბებია-ბაბუებმა ხშირად ზუსტად იციან, რომელ საათსა და წუთზე მოევლინეთ ამ ქვეყანას.
ნახეთ სამშობიაროს ჩანაწერები – დაბადების ზუსტი დრო სპეციალურ ჟურნალშია მითითებული.
რისი თქმა შეუძლია დაბადების დროს თქვენს ხასიათზე:
ღამე – საღამოს 23 საათიდან დილის 6 საათამდე იბადებიან იდუმალი ადამიანები. დედის ორგანიზმი ყველა ჰორმონის გამომუშავების სიჩქარეს ამცირებს და თუ ბავშვი ღამით დაიბადება, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განსაკუთრებული მამაკაცი ან ფანტასტიკური ქალი მოდის.
დილა – ძალიან აქტიური და ნათელი ადამიანები დილის 6 საათიდან 11 საათამდე იბადებიან და მათ ბევრი საინტერესო იდეა აქვთ.
დღის მონაკვეთი – საქმიანი და გონიერი ადამიანები დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე იბადებიან. ისინი ყველაფერს სწორად და დროულად აკეთებენ.
საღამო – საღამოს 6 საათიდან 11 საათამდე იბადებიან ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი ფასი და საკუთარი პრინციპების ერთგულები არიან. არ ჩქარობენ და გადაწყვეტილებებს გააზრებულად იღებენ