Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა არის ბრუცელოზი, რომლითაც ასპინძის სოფელში 12 ადამიანი დაავადდა

May 25, 2023
რა არის ბრუცელოზი, რომლითაც ასპინძის სოფელში 12 ადამიანი დაავადდა

Blurred figures of people with medical uniforms in hospital corridor

რა არის ბრუცელოზი?
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და  ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით.

რომელი ცხოველები ავადდებიან ბრუცელოზით?
ბრუცელოზით ავადდება როგორც შინაური, ასევე გარეული  ცხოველი,  მაგრამ  დაავადების მიმართ განსაკუთრებით ამთვისებელია მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი, თხა და ღორი.

რა საფრთხეს წარმოადგენს ბრუცელოზი ადამიანებისათვის?
ბრუცელოზი, ძირითადად, პროფესიული დაავადებაა და გვხვდება ვეტერინარებში, მონადირეებში, მწყემსებში, ფერმერებში, ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალში. ბრუცელოზით ასევე შესაძლებელია დაავადდეს ადამიანი, რომელიც იღებს თერმულად დაუმუშავებელ ცხოველურ პროდუქტს.

როგორ ვრცელდება ბრუცელოზი?
ბრუცელოზის ბაქტერია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით  გამოიყოფა დაავადებული ცხოველის მოგების (მშობიარობის)  პერიოდში ნაყოფთან, სანაყოფე გარსებთან და სანაყოფე სითხესთან ერთად. მიკრობები ასევე შესაძლებელია გავრცელდეს შარდითა და რძით.
ცხოველები ავადდებიან დაინფიცირებულ საკვებთან, წყალთან, სადგომთან, მოვლის  და სხვა საგნებთან ექსპოზიციის დროს. ადამიანის დასნებოვნება ხდება ავადმყოფ ცხოველებთან კონტაქტით, დაინფიცირებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებისას, ავადმყოფი ცხოველის დაკვლის და მისი ტან-ხორცის, ტყავის, მატყლის დამუშავებისას. დაინფიცირების ყველაზე  მაღლი რისკის ქვეშაა პერსონალი, რომელიც ცხოველს უწევს სამეანო (მშობიარობის, მომყოლის შეჩერების და სხვა) დახმარებას.
ბრუცელოზის აღმძვრელის ინაქტივირება  შესაძლებელია რძის ადუღებით. ბაქტერია 600C–ზე გაცხელებისას კვდება 30 წუთში. შედარებით დიდხანს ძლებს ყველში. უსაფრთხოების მიზნით, არ მიიღოთ უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები. რეპროდუქციულ ქსოვილებთან შეხების დროს  გამოიყენეთ დამცავი ტანსაცმელი (ხელთათმანი, ნიღაბი).

რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) აქვს ბრუცელოზს?
ცხოველებში დაავადება ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება  აბორტებით;  ხშირად ადგილი აქვს მასტიტებს (ცურის ანთება) და უნაყოფობას.
ადამიანებში ხშირია დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე. ახასიათებს: ცხელება, ზოგადი სისუსტე, სახსრების, კუნთების და თავის ტკივილი, ოფლიანობა, წონის დაკლება, უძილობა, დეპრესია და სხვა.

როგორ მოვიქცეთ ცხოველებში დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?

დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში (აბორტის დროს), არ შეეხოთ ცხოველს შიშველი ხელებით, თვითნებურად არ დამარხოთ ან გადააგდოთ აბორტირებული ნაყოფი,  დაუკავშირდით ვეტერინარ ექიმს, რომელიც აიღებს ნიმუშს და დიაგნოსტირებისათვის ლაბორატორიაში გადააგზავნის.

როგორ ხდება ბრუცელოზზე დიაგნოზის დადგენა?
ცხოველებში ბრუცელოზის დასადგენად საჭიროა სისხლის სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო აბორტის შემთხვევაში, ნაყოფის და სანაყოფე გარსების ლაბორატორიაში გადაგზავნა.

როგორ მკურნალობენ ბრუცელოზით დაავადებულ ცხოველს?
დაავადებული ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან. დაავადების დადგენის შემთხვევაში ცხოველი უნდა დაიკლას სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ.

ბრუცელოზის პრევენცია და კონტროლი
• ჩაუტარეთ თქვენს კუთვნილ საქონელს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გამოკვლევები
• დაავადების საეჭვო შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარ ექიმს
• განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და უზრუნველყავით მისი დაკვლა სასაკლაოზე
•  დაიცავით პირადი უსაფრთხოება ცხოველების მოვლისას, განსაკუთრებით,  მშობიარობის დროს, ხორცის დამუშავებისას (ხელთათმანი, წინსაფარი, ბოტები)
• ნუ მიიღებთ რძესა და რძის პროდუქტებს ადუღების ან პასტერიზაციის გარეშე.

რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო დაავადების საწინააღმდეგოდ?

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების პრევენციის და კონტროლის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს:
• მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ვაქცინაციას
•  დაავადების კლინიკური გამოვლინების შემთხვევაში, დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სეროლოგიურ კვლევებს
• დადებითად მორეაგირე ცხოველის  დაკვლაზე (სასაკლაოზე) ზედამხედველობას.

წყარო: nfa.gov.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ქონება ფლობს და როგორია რომის ახალი პაპის ხელფასი
  • არ გაბედოთ მარწყვის ჭამა, თუ… – ეს ყველამ უნდა იცოდეს!
  • “სევდის მომგვრელია…” – რაზე წერს გია ხუხაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge