Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამნაღმველები მიდიან წინ სრულიად უცნობ ტერიტორიაზე… სერჟანტი ბაჩო ბულისკირია ახლა დაჭრილია” – რა ინფორმაციას ავრცელებს არჩილ ხოფერია

May 25, 2023
“გამნაღმველები მიდიან წინ სრულიად უცნობ ტერიტორიაზე… სერჟანტი ბაჩო ბულისკირია ახლა დაჭრილია” – რა ინფორმაციას ავრცელებს არჩილ ხოფერია

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბუტად ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, რომელიც თავადაც იბრძვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის მიმდინარე ომს ეხება.

„წერილი სერიდან – „ქართველები“
დაადგნენ, დავაგებით, დაადგებიან!
დავალება: დონეცკის ოლქში განთავისუფლდეს წყალგამწმნედი ქარხანა, რომელიც სეპარატისტებს უკავიათ 2014 წლიდან.
ოპერაციაში მონაწილეობენ უკარინის სპეციალური ოპერაციის ძალების ჯგუფი და ქართული ლეგიონის სპეციალური ოპერაციის ძალების ჯგუფი ერთობლივად.
სახელებს უსაფრთხოების მიზნით არ ვასაჯარობეთ!
მისიის შესრულების დეტალებზე გვიყვება სერჟანტი ბაჩო ბულისკირია, რომელიც ასვე თანამონაწილეა ამ ისტორიის. ( მისივე ნებართვის ვასაჯაროვებთ მის სახელს და გვარს)
მიზანი: ქარხნის ტერიტორიის დაკავება და შემდგომი შენარჩუნება ქვეითების დამხამრე ძალის მისვლამდე.
აღსანიშნავია, რომ ქართული ჯგუფი უკრინის სპეციალური ოპერაციის ძალებთან მთელი 10 თვის განმავლობაში მუშაობდა, შესაბამისად ჰქონდათ სრული ურთიერთგაგება, პატივსცემა, ნდობა.
ჯგუფის ნომერ პირველი ამოცანა იყო შეგროვებინა ინფორმაცია და ეწაროებინა დაზვერვა.
სწორედ დაზვერვის შედეგად დადგინდა რომ ქარხნის ტერიოტრიას იცავდა მტრის ერთი გაძლიერებული ოცეული შეიარაღებული ნაღმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევბით.
ბრძანების თანახმად ქართულ-უკარინულ ჯგუფს უნდა შეეტია ქარხნის ტერიოტრიაზე განალგებული ოცეულსთვის, რის საფუძველზეც ჯგუფმა მოითხოვა სამიზნე ადგილის არტილერიით დამუშავება, თუმცა მოგვიანებით დაზვერვის საფუძველზე გაირკვა რომ შენობაში ინახებოდა დიდი რაოდენობით ქლორი და შესაბამისად ჯგუფმა მოთხოვნა გააუქმა.
ელოდებიან შესაფერის ამინდს.
შეტევა იწყება ღამით.
გამნაღმველები მიდიან წინ სრულიად უცნობ ტერიტორიაზე.
უკან მიჰყვებათ მოიერიშე ჯგუფი.
ჯგუფმა დაიკავა სასტარტო პოზიცია შეტევისათვის.
გამნაღმველებმა უდიდესი რისკის ფასად, უცნობ ტერიოტრიაზე, ღამით იმუშავეს დაახლეობით ორსაათნახევარი და გაწმინდეს გზა მოიერიშებისთვის..
ჯგუფმა შეაღწია ქარხნის ტერიტორიაზე, პირველი სანგარი, რომელსაც იცავს სამი კაცი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით, მყისიერად აიღეს და სამივე მოწინააღმდგე გაანადგურეს უხმაუროდ.
წინსვლა იწყება მოწინააღმდეგის ტრანშეებით, მიუახლოვდნეენ 120 მმ ნაღმტყორცნების ადგილსამყოფელს რომელსაც იცვას ორი ათული.
ქართულ-უკრაინული ჯგუფი ერთდროულად უტევს ორივე პოზიციას.
უკვე უხმაუროდ აღარ გამოდის და იწყება იერიში
მოქმედებაში მოდის მთელი ჯგუფი ავტომეტებით, ხელყუმბარებით….
ოპერაციამ გასტანა რვა წუთს…
ამ რვა წუთში გაანადგურეს მოწინააღმდეგის მთელი ათეული, დაიკავეს 120 ნაღმტყორცნის და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის პოზიციები ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.
მეორე მხარეს ანალოგიურად მოქმედებს უკრაინელთა სპეციალური ძალების ჯგუფი, რომელიც ასევე ანადგურებს მოწინააღმდეგის ათეულს, იკავებს ნაღმტყორცნელთა პოზიციას. მათი მხრიდან დაიჭრა მხოლოდ ერთი მებრძოლი.
დავალება სანიმუშოდ შესრულდა, დაცვის ოცეული განადგურდა ბოლო კაცამდე, დაიკავეს ქარხანა, და შეინარჩუნეს ტერიტორია მთელი ხუთი დღის ანმავლობაში…….ქვეითების მოსვლამდე….
შეაღწია….
გაანადგურა…..
დაიკავა!…..
მივიდა, დაადგა, გაანადგურაა!………..
მივალთ, შევამოწმებთ, გავანადგურებთ!….
დაადგნენ, დავადგებით, დაადგებიან!…
P.s სერჟანტი ბაჩო ბულისკირია ახლა დაჭრილია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.. იგი ისტორიული ამბის და მოქმედების მონაწილე გახლდათ რომელზეც მოვა დრო დავწერ .. მას მინდა ვუთხრა სამშობლო და მშობლიური აფხაზეთი გელოდება ..მიმართულება სოხუმი ..Bacho Bacho Bulo Georgia“ , – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?… ჯეი დი ვენ­სი ცდე­ბა…“ – რას წერდა რომის ახალარჩეული პაპი აშშ-ის ლიდერების შესახებ?
  • “აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ…” – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში
  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge