Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ვიდეო

(ვიდეო) მაიკლ ჯექსონისა და ფრედი მერკურის სიმღერა, რომელიც 33 წლის შემდეგ გავრცელდა

December 7, 2020
(ვიდეო) მაიკლ ჯექსონისა და ფრედი მერკურის სიმღერა, რომელიც 33 წლის შემდეგ გავრცელდა

პოპის მეფედ აღიარებულ მაიკლ ჯექსონს 40-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთ მუსიკოსთან უთანამშრომლია. მათ შორის იყო ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ფრონტმენი, ფრედი მერკური, რომელთან ერთადაც 1981 წელს რამდენიმე კომპოზიციაზე იმუშავა. ერთ-ერთი იყო There Must Be More To Life Than This, რომელიც მაიკლის რიგით მეექვსე სტუდიური ნამუშევრისთვის Thriller ჩაიწერა, თუმცა, საბოლოოდ, მისი ალტერნატიული ვერსია ფრედის სოლო ალბომში Mr. Bad Guy მოხვდა. მას მხოლოდ მერკური ასრულებს. თავდაპირველი ჩანაწერი კი 2014 წლამდე არ გავრცელებულა.

მერკური ჯექსონთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციაზე საუბრისას აღნიშნავდა:

“მგონი, ერთ-ერთი ტრეკი ალბომში Thriller შევიდოდა, მე რომ დამესრულებინა მასზე მუშაობა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი”.

მუსიკოსებმა იმ პერიოდში აგრეთვე იმუშავეს სიმღერებზე Victory და State of Shock. პირველი მათგანი დღემდე არ გამოსულა, State of Shock-ის განახლებული ვერსია კი 1984 წელს ჯგუფმა Jackson 5 გამოუშვა სინგლის სახით და მასში მაიკლთან ერთად საკულტო კოლექტივის, The Rolling Stones-ის ვოკალისტი, მიკ ჯაგერი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ იუთუბზე ფრედისთან ერთად ჩაწერილი ორიგინალური კომპოზიციის დემო ვერსია მოიპოვება.

https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2020/12/Michael-Jackson-State-of-Shock-Feat-Freddy-Mercury-Lyrics-in-description-Audio-HD.webm

2009 წელს, პოპვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ, “ქუინის” წევრებმა ზემოხსენებული სიმღერების გამოშვებაზე დაიწყეს მუშაობა. როგორც გამოცემა Express წერს, მაიკლისა და ფრედის ერთობლივი ტრეკები კომპილაციურ ალბომში Queen Forever უნდა შესულიყო და 2012 წელს გამოცემულიყო, თუმცა, კოლექტივის გიტარისტს, ბრაიან მეის ჯექსონის წარმომადგენლებთან მუშაობა გაუჭირდა. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ალბომში მხოლოდ There Must Be More to Life Than This შევიდოდა.

“ქუინის” დრამერმა, როჯერ ტეილორმა მომღერლის წარმომადგენლებთან მუშაობის პროცესი შემდეგნაირად აღწერა:

https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2020/12/videoplayback.mp4

წყარო: popmusic.ge

 

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება
  • „დაჭრილი კომაშია; ამის ჩამდენი 20 წლის ბიჭი თანასოფლელია…“ – მარნეულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge