ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების ფონზე სამსახური დაკარგეს, სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერად 300-ლარიანი დახმარებას მიიღებენ. კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე უკვე დაწყებულია და განცხადებების მიღების პროცესი 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.
„მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის გამართული და იქ არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამომწურავ პასუხს მიიღებენ ყველა შეკითხვაზე. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მოწოდება შემოსავლების სამსახურისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ივანე მაჭავარიანის თქმით, ამ დროისთვის 300-ლარიან კომპენსაციაზე შემოსავლების სამსახურში 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული.