Tuesday, August 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე­თი გან­სა­ზღვრე­ბა არ არ­სე­ბობს” – ბუწაშვილი რატიანის განცხადებაზე

December 7, 2020
“სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე­თი გან­სა­ზღვრე­ბა არ არ­სე­ბობს” – ბუწაშვილი რატიანის განცხადებაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გან­მარ­ტა თუ რა გან­სხვა­ვე­ბაა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბას შო­რის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რა­ტი­ან­მა “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში ისა­უბ­რა.

“კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა და PCR ტეს­ტით მისი ცხვირ-ხა­ხით, თუ პირ -ხა­ხით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნი არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი Covid-19-.ით. ანუ თუ ადა­მი­ანს აქვს მცი­რე სიმპტო­მი და PCR ტეს­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ ის არის და­დე­ბი­თი, მაგ­რამ არ აქვს გა­მოვ­ლე­ნი­ლი სიმპტო­მა­ტი­კა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი არის Covid-19-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

Covid-19-ით და­ა­ვა­დე­ბა ნიშ­ნავს – ინ­ფექ­ცი­ას პლუს კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ეს გან­სხვა­ვე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არ იყო მკა­ფი­ოდ მი­წო­დე­ბუ­ლი. ანუ ინ­ფი­ცი­რე­ბა არ ნიშ­ნავს და­ა­ვა­დე­ბას”, – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა. ამ თე­მამ ჩვენ­ში დიდი პო­ლე­მი­კა გა­მო­იწ­ვია. ამ თე­მა­ზე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი:

“ძა­ლი­ან ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა და შე­კი­თხვე­ბია ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­კე­თე­ბულ იმ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ “კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა არ ნიშ­ნავს და­ა­ვა­დე­ბას” და რომ თუ ადა­მი­ანს სიმპტო­მე­ბი არა აქვს და PCR ტეს­ტით და­დე­ბი­თია, ის არის უბ­რა­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მას არა აქვს და­ა­ვა­დე­ბა კო­ვი­დი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე­თი გან­სა­ზღვრე­ბა არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­უ­დას­ტურ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, აქვს თუ არა გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი, კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე. ანუ ასე­თი გარ­ჩე­ვა, რომ უსიმპტო­მო არის მხო­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და სიმპტო­მი­ანს აქვს და­ა­ვა­დე­ბა კო­ვი­დი, არ არ­სე­ბობს. მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა კლი­ნი­კუ­რად პა­ცი­ენ­ტი უსიმპტო­მო იყოს და თუ რა­დი­ო­ლო­გი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს კო­ვი­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პნევ­მო­ნი­ის სუ­რა­თი. უსიმპტო­მო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არის სწო­რედ რომ კო­ვი­დის ერთ-ერთი ფორ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­ვი­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს უსიმპტო­მო, მსუ­ბუ­ქი, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი, აქ ჩვენ არ ვლა­პა­რა­კობთ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­და­ი­ტა­ნენ კო­ვიდს და შემ­დეგ დიდ­ხანს PCR ტეს­ტი რჩე­ბათ და­დე­ბი­თი. ასეთ დროს, რო­გორც ვი­ცით, ტეს­ტი უბ­რა­ლოდ იჭერს ვირუ­სის ფრაგ­მენ­ტებს და ასე­თი ადა­მი­ა­ნი აღარ არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და არც გა­დამ­დე­ბი. თით­ქოს ამ გან­მარ­ტე­ბებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არ უნდა ქონ­დეს, მაგ­რამ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვე­ბი და პო­ლე­მი­კა გა­მო­იწ­ვია. ამი­ტომ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!”- მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი მსვლელობა იმართება
  • როგორ ეხმიანება ელისაშვილი რუსეთის მიერ მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას
  • შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge