23 მაისი
არ დაგავიწყდეთ, რომ საქმისა და ყოველდღიური რუტინის პარალელურად, დასვენებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დღეს შესაძლოა, უმოტივაციობა, უენერგიობა იგრძნოთ და გარკვეულწილად, შფოთვის ხარისხიც მოგემატოთ. ნუ ინერვიულებთ, ეს თქვენი შინაგანი სამყაროს გამოძახილია, რომ დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ.
24 მაისი
ასტროლოგები მოგიწოდებენ, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რადგანაც შესაძლოა, მომდევნო დღეებში შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ და იმედგაცრუებაც იგრძნოთ. შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ, ამის გამო კი ისეთი რამ გააკეთოთ, რაც თქვენთვის არასაჭიროა. ამიტომ, შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ. გაისეირნეთ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემდეგი დღეებისთვის გადადეთ.
25 მაისი
ამ დღეს ძალიან დიდ ენერგიას იგრძნობთ და ყველაფერი, რასაც წამოიწყებთ, წარმატებული იქნება. ნახავთ, რომ ის საქმეები, რაც ადრე ძალიან გერთულებოდათ, მოტივაცია არ გყოფნიდათ, შუა გზაზე გააჩერეთ, ახლა მარტივად სრულდება. გამოიყენეთ ეს შანსი და თქვენი ენერგია. დაიწყეთ რაიმე ახალი, ან გააგრძელეთ ის, რაც თაროზე შემოდეთ. წარმატების დიდი შანსი გაქვთ!
26 მაისი
ეს დღე საკუთარ თავს დაუთმეთ – დაფიქრდით ყველა იმ საკითხზე, რაც განერვიულებთ და გაშფოთებთ, ხელს გიშლით ბედნიერებასა და წარმატებაში. მოგიწევთ, გარკვეულ სიტუაციებს რეალისტურად შეხედოთ. აღმოაჩენთ, რომ თქვენ ირგვლივ მოგროვდა ისეთი ამბები და ადამიანები, რომლებიც აწმყოში ცხოვრების უფლებას აღარ გაძლევენ და გაიძულებენ, წარსულში დარჩეთ. აუცილებელია, მათ დაემშვიდობოთ და თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოთ.
27 მაისი
ამ დღეს მოტივაციის დაქვეითებას იგრძნობთ და არაფრის კეთების სურვილი არ გექნებათ. ნუ იდარდებთ, ხანდახან მსგავსი დღეები ძალების მოსაკრებად და მოტივაციის საპოვნელად აუცილებელია!
28 მაისი
ყველა იდეა, რომელიც ამ დღეს გაგიჩნდებათ, ძალიან დიდი წარმატებისთვისაა განწირული. კარგად დაიმახსოვრეთ ყველაფერი, რასაც მოიფიქრებთ და აუცილებლად იფიქრეთ მათ განხორციელებაზე. ნუ უგულებელყოფთ შანსს და ქმედითი ნაბიჯები გადადგით.
წყარო – “ბომონდი”