აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ბოლო ზართან დაკავშირებულ ტკივილს იხსენებს.
„ჩემი ბავშვობის უდიდესი ტკივილია ბოლო ზარი და სკოლის ბანკეტი. ახლა რომ ვუყურებდი გიორგის ბოლო ზარს, გამახსენდა ჩემი ტანჯვა, როგორ ვიჯექი ოთახში სადაც წყალი ჩამომდიოდა და ვუყურებდი ჩემი კლასელების ზეიმს შორიდან. მაშინ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობდი, ჩემთვის შეუწვდომელი ფუფუნება აღმოჩნდა ბოლო ზარიც და ბანკეტიც…“ , – წერს ის.