“ფულის შოვნის კიდევ ერთ გზას მივაგენი” – ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და გიდი დათო ლიკლიკაძე წერს:
“ფულის შოვნის კიდევ ერთ გზას მივაგენი.
კაი,… წელს იყოს ასე რაფერაც არის, მაგრამ გაისად აშკარად სერიოზული სტარტაპი მაქვს მოსახოდი.
დილიდან მერიის წინ ვიდექი (მანქანას ველოდებოდი საირმიდან) და ზუსტად 400-მა ბავშვმა მომაწერინა ხელი მარკერით თეთრ პერანგსა თუ მაისურზე. 🙂
P.S. ახლა ხუმრობის გარეშე. რა საყვარლები არიან ეს ჩვენი გოგო-ბიჭები. ღმერთმა დალოცვილი ამყოფოთ ცხოვრების მიმავალ გზებზე” – ნათქვამია პოსტში.
