იკა ბიჩახია უკრაინაში გაზრდილი ქართველია, დედა უკრაინელი ჰყავს. ჰოლანდიაში იყო, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ერთ კვირაში უკვე უკრაინაში იყო. “ნიკა ბიჩახია, რომელიც ღირსეულად ატარებს “კავკასიის ლეგიონის სახელს“, დაჯილდოებულია პირადად მთავარსარდალი ვალერი ჟალუზნისგან და პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკისგან პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მამაცობისთვის“
– მამა საქართველოდან უკრაინაში 90-იან წლებში ჩამოვიდა და დედაჩემიც იქ გაიცნო. სხვათა შორის, დეიდაჩემი თბილისში ცხოვრობს და მასთან ხშირად ჩამოვდიოდი, ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები. ამ ქვეყანაში ყველაფერია, იმისათვის, რომ უკეთესი ცხოვრება შექმნან, ხალხიც ნიჭიერია. არ უნდა იყოს საქართველო ღარიბი ქვეყანა!
– მშობლები ქართული ადათ-წესებით გზრდიდნენ თუ უკრაინული კულტურის ნაწილად უფრო გრძნობთ თავს?
– საქართველოში დავიბადე და 8 წლამდე იქ ვიზრდებოდი. ახლაც მახსოვს საბავშვო ბაღი, სადაც დავდიოდი. დედაჩემმა კარგად იცის ქართული. მე ყველაფერი მესმის, მაგრამ, ლაპარაკი მიჭირს. ამ ხარვეზს აუცილებლად გამოვასწორებ. ჩემი და-ძმა ახლა სწავლობენ. იცით, მამა თითქმის არასდროს იყო სახლში, შემდეგ საერთოდ მოუწია უკრაინიდან წამოსვლა და ფაქტობრივად, მამის გარეშე გავიზარდე.
– როგორც ვიცი, ომის დაწყების დროს ჰოლანდიაში ცხოვრობდით, უკრაინაში რატომ დაბრუნდით?
– იმიტომ, რომ ოჯახი – და და ძმა, თავისი პატარა შვილებით უკრაინაში მყავდა. ისინი უნდა დამეცვა. სერჟანტის სკოლა მაქვს გავლილი და მესმის ეს საქმე.
– “კავკასიურ ლეგიონში“ როგორ მოხვდით?
– ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების შედეგად მძიმედ დავიჭერი და საავადმყოფოში მოვხვდი. ისიც დაჭრილი იყო. გამიხარდა ქართველი, თანაც მეგრელი რომ ვნახე, მალევე დავმეგობრდით. ხშირად ვსაუბრობდით საქართველოზე, მის ისტორიაზე, აწმყოზე, მომავალზე… განაგრძეთ კითხვა
წყარო – ambebi.ge