Tuesday, May 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიამაყებ ჩემი წარმომავლობით“ – ხელოვანი ქართველი ემიგრანტის ცხოვრება ამერიკაში

May 19, 2023
„სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიამაყებ ჩემი წარმომავლობით“ – ხელოვანი ქართველი ემიგრანტის ცხოვრება ამერიკაში

ქართველი მხატვარი ცირა ახობაძე ოც წელზე მეტი ხნის წინათ საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. მვალმხრივ ნიჭიერი ხელოვანი მუდამ სიახლის ძიებაშია და გარდა მხატვრობისა, მისი შემოქმედება ინტერიერის დიზაინს, ორნამენტების, ტანსაცმლის მოდელების, სამკაულების შექმნას და ფოტოგრაფიას მოიცავს.მხატვართან ინტერვიუ nostal.ge-მ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ამჟამად ცირა ახობაძის ბევრი ნახატი კერძო კოლექციებშია სხვადასხვა ქვეყანაში.

ქალბატონო ცირა, რა გაძლევთ ხატვისთვის შთაგონებას ან განწყობას რა გიქმნით?

შთაგონებას ყველაფერი შეიძლება მაძლევდეს, ნებისმიერი მოვლენა, რაც ყოველდღიურად ხდება. ზოგჯერ ძალიან უბრალო რამ, რაც ვიღაცისთვის შეიძლება არაფერს წარმოადგენდეს, შეიძლება მე ისე აღვიქვა და დავინახო, რომ ჩემს შემოქმედებაზე გავლენა მოახდინოს. ვერ გეტყვით, რატომ და როგორ – ხელოვნება დიდი მაგიაა.

საინტერესოა, ხატვის ნიჭი და სიყვარული გენეტიკურია? თუ გახსოვთ, პირველად რა დახატეთ?

ხელოვნების სიყვარული ბებიამ შთამინერგა. ძალიან უყვარდა ხატვა, ქარგვა, ახალი ორნამენტების შექმნა. ჯერ ფურცელზე დახატავდა, შემდეგ ქსოვილზე გადაჰქონდა და მეც მასწავლიდა. ჩემი ძმაც ხატავდა. დიახ, ეს გენეტიკური ხაზია. რაც შეეხება ჩემს პირველ ნამუშევარს, საკუთარი ავტოპორტრეტი დავხატე.

საქართველოში, ძირითადად, აკვარელით ხატავდით და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდით, ხომ?

დიახ, აკვარელით ხატვა დღემდე რჩება ჩემთვის ყველაზე იდუმალ, თითქოს მსუბუქ და, ამასთანავე, საკმაოდ რთულ ტექნიკად. საღებავები (ზეთი, გუაში, პასტელი…) ხატვის დროს ბევრ შეცდომას გვპატიობს, აკვარელში ასე არ ხდება, მაგრამ შედეგს სილამაზის და ჰარმონიის ისეთ შერწყმამდე მივყავართ, შეუძლებელია ამ ყველაფერზე უარი თქვა. რაც შეეხება პედაგოგიურ საქმიანობას, თბილისში სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სამხატვრო კოლეჯში ვმუშაობდი ტანსაცმლის მოდელირებისა და ფერწერის პედაგოგად. ის წლები ძალიან კარგად მახსენდება. გარდა იმისა, რომ სტუდენტებთან ურთიერთობამ პროფესიული ზრდის საშუალება მომცა, პედაგოგიური საქმიანობა იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, ვერ წყდები. ყოველთვის მყავს მოსწავლეები.

ამერიკაშიც?

დიახ, ამერიკაშიც.

ქართველებიც არიან თქვენს მოსწავლეებს შორის?

ცხადია, ქართველებიც არიან. აქაურ ქართველებთან ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს.

მოგვიყევით თქვენი ამერიკული ცხოვრების შესახებ, როდის და როგორ აღმოჩნდით მშობლიური ქვეყნიდან შორს, როგორი იყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრების დასაწყისი, რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდათ პირველ ეტაპზე და დღეს რას ფიქრობთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ, საცხოვრებლად უცხოეთში რომ წახვედით?

აშშ-ში 2002 წელს ჩამოვედი. როგორც ყველა ემიგრანტს, რასაკვირველია, მეც გამიჭირდა სამშობლოსა და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა. არც უცხო გარემოში ადაპტირება და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებაა ადვილი, ამ პროცესს გარკვეული ძალისხმევა და ეტაპები სჭირდება, მაგრამ პრობლემების დაძლევა მოვახერხე, რისთვისაც ყველას მადლიერი ვარ, ვინც მაშინ გვერდში დამიდგა. რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე, რთული სათქმელია, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია აღვნიშნო: ამ ქვეყანამ ბევრი შესაძლებლობა მომცა, რომ პიროვნულად და შემოქმედებითად წინ წავსულიყავი, რასაც ძალიან ვაფასებ.

რა გასწავლათ ამერიკამ, მათ შორის, როგორც შემოქმედს?

პირველ რიგში, დროის ფასი და მისი სწორად განაწილება. აქ თუ დროის მენეჯმენტს კარგად არ ფლობ, ძალიან გაგიჭირდება. შემოქმედების მხრივ სულ ახლის ძიებაში ვარ, სხვანაირად არც შემიძლია. ამერიკაში ცხოვრების პერიოდში ინტერიერის დიზაინმა, ორნამენტებმა, ტანსაცმლის მოდელების, სამკაულების შექმნამ და ფოტოხელოვნებამ გამიტაცა. გარდა ამისა, mixed media-მაც მიიპყრო ჩემი ყურადღება და ვცდილობ, ჩემი სტილი ამ ტექნიკასაც მოვარგო.

შეიძლება ითქვას, რომ მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობთ. როგორც ვიცი, ნიუ-იორკში პერსონალური გამოფენაც გქონდათ…

გამოფენის ორგანიზატორი არტპრომოუშენ კომპანია Madatart-ი იყო, რომელიც აქტიურად ეწევა ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას.

გამოფენა ჩელსის საგალერეო ნაწილში მდებარე Sepia Eye Gallery-ში ჩატარდა, სადაც აკვარელში შესრულებული ჩემი ორმოცამდე ნამუშევარი წარმოვადგინეთ. არ დავმალავ, ძალიან ვღელავდი – პერსონალური გამოფენა ნებისმიერი ხელოვანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ძალისხმევას მოითხოვს – მაგრამ გახსნის საღამომ წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა კიდეც. საერთოდ, ბევრ უცხოელს აქვს ჩემი ნამუშევრები, მათ შორის, ფრანგებს, შვეიცარიელებს, თურქებს, რუსებს, პოლონელებს და ა. შ.

როგორ ფიქრობთ, რა მოსწონს უცხოელ დამთვალიერებელს თქვენს ნახატებში?

ალბათ, უპირველესად, გულწრფელობა… რასაც ვგრძნობ, განვიცდი და აღვიქვამ, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე გადამაქვს ტილოზე.

უახლოეს პერიოდში ახალი გამოფენისთვის ხომ არ ემზადებით?

რა თქმა უნდა, მაქვს გეგმები. ახალ ნამუშევრებზე ვმუშაობ და აქტიურ პროცესში ვარ.

საქართველოში როდის უნდა ველოდოთ თქვენს პერსონალურ გამოფენას?

ამ ეტაპზე არა, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება მოვაწყო.

როგორც ხელოვანს, გამორჩეული სამუშაო გარემო გჭირდებათ?

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძირითადად ღამე ვმუშაობ. შეიძლება იმიტომ, რომ როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, სიმშვიდეში უკეთესად ვახერხებ კონცენტრირებას.

თუ გაქვთ ნამუშევარი, რომელიც თქვენთვის ისეთი ძვირფასია, რომ არასდროს არავის მისცემთ, არ გაყიდით…

დიახ, ასეთებიც არის, რომლებიც არ გინდა, გამოფინო და საჯარო გახადო. როგორ გითხრათ? შეიძლება ღირებულს არც წარმოადგენდეს, მაგრამ შენთვის იმდენად სენსიტიურია, არ გსურდეს, რომ სხვისი თვალი მოხვდეს. განაგრძეთ კითხვა

წყარო – nostal.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი ახალ პატრიარქს მიმართავს
  • ქართველი მორაგბე გარდაიცვალა
  • გამოქვეყნდა მეუფე ისაიას სიტყვა საეკლესიო კრებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge