სასარგებლო ნივთიერებები – რძე, ყველი და იოგურტი განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან თითოეული მათგანი ვიტამინებისა და მინერალების სრულ პაკეტს შეიცავს. მათ შორისაა: კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, პროტეინი, რიბოფლავინი, ნიაცინი, ვიტამინები A, D, B12 და სხვა.
ცილა – რძე ცილოვანი პროდუქტია, ცილა კი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება, ვინაიდან უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს. ცილის, იგივე პროტეინის, შემცველი საკვები ადამიანს ეხმარება ხანგრძლივად გაჰყვეს ნაყროვანების შეგრძნება, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რაც ასაკის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე კუნთოვან ქსოვილს ფორმირებაში ეხმარება. 1 ჭიქა რძე შეიცავს 8 გრამ მაღალი ხარისხის პროტეინს. ამ მაჩვენებელს სხვა საკვებს თუ შეადარებთ, მიხვდებით, რომ ის მართლაც პროტეინის საბადოა. ასევეა ყველის, ხაჭოსა და იოგურტის შემთხვევაშიც.
გემოვნური თვისებები – რძის პროდუქტები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველა მათგანი ვიტამინებისა და მინერალების დიდ რაოდენობას შეიცავს. შესაბამისად, მომხმარებელს დიდი ასორტიმენტი აქვს, რათა მისი გემოვნების შესაბამისი რძის პროდუქტი შეარჩიოს. ზოგს ხაჭო უყვარს, ზოგს კი – რძე და იოგურტი. ზოგი კი რძის ნაწარმით გემრიელ დესერტს ამზადებს. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ მათგან დიდ სარგებელს მიიღებთ.
რძის ნაწარმის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი მარტივად შეგიძლიათ წაიღოთ სამსახურში ლანჩისთვის. რძის ნაწარმი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წასახემსებლად. ჯანსაღი წასახემსებლის მირთმევა კი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მართალია რძის პროდუქტები ძალიან სასარგებლოა, თუმცა მათი მიღების დროს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საკვების შემთხვევაში, აუცილებელია ზომიერების დაცვა. სასურველია ყოველდღიურად 3 პორცია რძე და რძის ნაწარმი მიიღოთ, როგორც დაბალანსებული კვების ნაწილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რძის პროდუქტებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, თავად პროდუქციის ხარისხია. ხარისხის გარკვევაში კი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „დღის“ მთავარი ტექნოლოგი ნინო ბურძგლა დაგვეხმარება. კომპანია „დღის“ პროდუქტები, 2003 წლიდან ოპერირებს და სამომხმარებლო ბაზარს მაღალი ხარისხის რძის პროდუქციას სთავაზობს.
„რძის პროდუქტის ხარისხს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განსაზღვრავს. თუ რძის ნაწარმისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, ყველა მათგანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ იმ კომპანიის ნაწარმი შეიძინოთ, რომელსაც სრულად ენდობით და დარწმუნებული ხართ, რომ ხარისხის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კრიტერიუმები კი შემდეგნაირია:
1. საწარმოო პროცესის გამართულობა, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანის ჩართულობა და პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზებულია.
2. ნედლეულის მაღალი ხარისხი, რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხისა და საგემოვნო თვისებების მთავარი წინაპირობაა. სასურველია პროდუქცია ევროპული ნედლეულით მზადდებოდეს.
3. წარმოების ტექნოლოგია და ტექნოლოგიური პროცესი, რაც მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
4. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, როგორიცაა: ფერი, სუნი, გემო და მჟავიანობა.
5. შენახვის პირობები და ვადიანობა, რაც გულისხმობს, რომ შენახვის პირობები სარეალიზაციო ობიექტებზე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქციამ ვადის ამოწურვამდე შეიძლება დაკარგოს მისი თვისებები,“ – განმარტავს ტექნოლოგი ნინო ბურძგლა.
აქავე გაგაცნობთ, რძის ენერგეტიკულ ღირებულებასაც. ის, როგორც წესი, 58 კილოკალორიას უტოლდება. დამუშავებული, ცხიმგაცლილი რძის ნაწარმის ენერგეტიკული ღირებულება კი 20 კილოკალორიას არ აღემატება.
არ დაგავიწყდეთ რძის ნაწარმით თქვენი და თქვენი შვილების ყოველდღიური რაციონის გამდიდრება.
წყარო – mkurnali.ge