Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ უნდა უმკურნალოთ სახეზე გამონაყარსა და პრობლემურ კანს

May 18, 2023
როგორ უნდა უმკურნალოთ სახეზე გამონაყარსა და პრობლემურ კანს

Body care, happy attractive women removing makeup in the bathroom

სახეზე გამონაყრის და პრობლემური კანის მკურნალობა ორთქლის აბაზანებითა და შინაური რეცეპტით მომზადებული სპეციალური ნიღბებით უსაფრთხო და მარტივია. თუ აკნეს უჩივით, გამონაყარი დისკომფორტს გიქმნით, სცადეთ ეს გამოცდილი მეთოდები სახლის პირობებში და პრობლემასაც დაივიწყებთ.

ორთქლი ხსნის ფორებს, არბილებს და წმენდს კანს. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. აადუღეთ 2 ლიტრი წყალი. მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ სამკურნალო მცენარეები ან მცენარეული ზეთები გამოიყენოთ. ცხიმიანი კანისთვის კარგია ლავანდა, მწვანე ჩაი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონის თხელი ნაჭერი, გვირილა და პიტნა. მშრალი კანისთვის კი – ლავანდა, გვირილა, ვარდის ზეთი და მწვანე ჩაი. მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენეთ გვირილა და ლავანდა. კომბინირებული და ნორმალური კანისთვის – ლავანდა, მწვანე ჩაი და ჩაის ხის ზეთი. როდესაც თქვენი კანის ტიპისთვის მცენარეებს შეარჩევთ, ჩაყარეთ ისინი ცხელ წყალში და 2 წუთით გააჩერეთ. გადაიტანეთ თასში და დაელოდეთ, რომ წყალი ცოტა გაგრილდეს – ორთქლი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. გადაიფარეთ თავზე პირსახოცი, ისე, რომ ორთქლი პირდაპირ სახეს მოხვდეს. ასე დაიორთქლეთ სახე 10 წუთის განმავლობაში და პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. ორთქლით გაწმენდილ სახეზე, წაისვით ნიღაბი, რომელსაც სახლში მარტივად დაამზადებთ. გაითვალისწინეთ, ორთქლი ფორებს ხსნის და საჭიროა, ისინი დაიხუროს. ამისთვის, სახე ჯერ ნელ-თბილი ან ცივი წყლით დაიბანეთ და შემდეგ, ნიღაბი დაიდეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.

👉ლიმონის, კვერცხისა და თაფლის ნიღაბი: 1 კვერცხს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 3-4 წვეთი ლიმონის წვენი. კარგად ათქვიფეთ. დაიდეთ სახეზე და 10 წუთით გაიჩერეთ;

👉ვაშლისა და ხაჭოს ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 ჩაის კოვზი ხაჭო და 1 ცალი გახეხილი ვაშლი კარგად აურიეთ, შეიზილეთ სახეზე და 20 წუთით გაიჩერეთ;

👉იოგურტის ნიღაბი: სახეზე შეიზილეთ იოგურტის სქელი ფენა და დაიტოვეთ 20 წუთის განმავლობაში;

👉თაფლისა და ლიმონის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ერთმანეთში შეურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთით გაიჩერეთ;

👉კვერცხის გულის ნიღაბი: 1 კვერცხის გული 1 ჩაის კოვზ ცივ რძეში შეურიეთ და სახეზე შეიზილეთ. სანამ მასა სახეზე კარგად არ შეგახმებათ, არ ჩამოიბანოთ.

👉თაფლისა და დარიჩინის ნიღაბი: 2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. 10-15 წუთის მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურის ჩატარების შემდეგ საჭიროა კანის დატენიანება. ამიტომ, აუცილებლად გადაისვით სახის კანზე ის მკვებავი საცხი, რომელიც თქვენი ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი.

წყარო:თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ” – ზურა ჯაფარიძის წერილი, რომელიც მან 8 ივლისს, დედის გარდაცვალებამდე დაწერა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge