ტყუპები
2023 წლის მაისის მეორე ნახევარი ბევრ მოულოდნელ და სასარგებლო შეთავაზებას გპირდებათ. ახლა დროა, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოთ, რადგანაც სამყარო თქვენს ყველა წამოწყებას მხარს დაუჭერს. მნიშვნელოვანი ცვლილებები, ბევრი თავგადასავალი, გამართლება და იღბალია მოსალოდნელი როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში. ძალიან დიდ მოტივაციას იგრძნობთ და იმ საქმეებს, რომლებიც ადრე გერთულებოდათ, ახლა მარტივად შეასრულებთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის მაისის ბოლო შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდად გადაიქცევა. თქვენ ზუსტად აღმოაჩენთ იმას, რაც წარმატებასა და ბედნიერებაში ხელს გიშლით და გათავისუფლებას შეძლებთ. გადააფასებთ საკუთარ ღირებულებებს, ადამიანებთან ურთიერთობას და ცხოვრებაში მხოლოდ მათ დატოვებთ, ვინც თქვენიდან სითბოსა და ყურადღებას იმსახურებენ. სულიერად დამშვიდდებით და მიზნისკენ მიმავალ გზაზე უფრო მოტივირებული იქნებით.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, უკვე დროა, თქვენი ტკივილი, ყველა იმედგაცრუება და დამარცხება საკუთარ ძალად გადააქციოთ! მაისის თვის ენერგია დიდ თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ, კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და შეგახსენებთ, რომ, ყველა სირთულის, მძიმე დღის მიუხედავად, ცხოვრება მაინც მშვენიერია და ბევრ ახალ შესაძლებლობას გვაძლევს. ასტროლოგების თქმით, თვის ბოლომდე მოულოდნელი სიურპრიზი გელით, რაც მოტივაციას გაგიჩენთ, რომ კიდევ უფრო წარმატებული გახდეთ.
თხის რქა
შესაძლოა, ბოლო პერიოდის განმავლობაში შფოთვასა და სტრესს განიცდიდით და თქვენი ემოციური მდგომარეობაც არასტაბილური იყო, მაგრამ ახლა დასვენებისა და დამშვიდების დროა. მაისის თვის ენერგია მოგცემთ მოტივაციას, რომ ზედმეტი, ტოქსიკური ურთიერთობები, ნივთები, კავშირები საერთოდ ჩამოიშოროთ და მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება. თუკი რაიმე ახლის წამოწყებას, შესწავლას, განვითარებას გეგმავთ, ახლა დაიწყეთ, რადგანაც სამყარო ბევრ კარგ შესაძლებლობას გაძლევთ და მხარს გიჭერთ.
