Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი – ვინ არის ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლე

May 17, 2023
მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი – ვინ არის ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლე

ინგა ქერ­სი-ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი Ambebi.ge-ს მკი­თხველ­მა ორი წლის გა­იც­ნო. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის შონ ქერ­სი­სა და ქარ­თვე­ლი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი ჰყავ­და. წყვილ­მა წლე­ბის წინ ჯვა­რი სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რა და მას შემ­დეგ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ.

ინ­გას და შონს ორი შვი­ლი ჰყავთ. ქმა­რი დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს, ცოლი კი გლო­ბა­ლურ ეტი­კეტს ას­წავ­ლის. ოჯა­ხი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს და მათი ყვე­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა ერ­თგვა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლია. ინ­გას გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩაც­მის სტი­ლი აქვს, მის გარ­დე­რობ­ში ნა­თე­ლი ფე­რე­ბი ჭარ­ბობს და ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად აც­ვია. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უც ამ თე­მა­ზე შედ­გა. რო­გორ არ­ჩევს ფე­რებს დიპ­ლო­მა­ტის მე­უღ­ლე სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით, რო­გორ იპო­ვა წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი სტი­ლი და რო­მე­ლი კა­ბაა მის გარ­დე­რობ­ში ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი…

– ინგა, რას ხე­დავთ, რო­დე­საც თქვე­ნი გარ­დე­რო­ბის კარს აღებთ?

– გარ­დე­რო­ბის ოთა­ხი ჩემ­თვის პა­ტა­რა მუ­ზე­უ­მი­ვი­თაა, შეს­ვლი­სას პირ­ველ რიგ­ში ფე­რად თავ­გა­და­სავ­ლებს ვხე­დავ, თი­თო­ე­ულ ნივთს თა­ვი­სი პა­ტა­რა ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც მა­მოგ­ზა­უ­რებს და მახ­სე­ნებს ამა თუ იმ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ეპი­ზოდს, რაც ყო­ველ­თვის და­დე­ბით ემო­ცი­ით მმუხ­ტავს. ფე­რე­ბი უდა­ვოდ ჭარ­ბობს ჩემს გარ­დე­რობ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ვარ­დის­ფე­რი, თუმ­ცა ასე­ვე მიყ­ვარს და ხში­რად ვა­ტა­რებ ნა­ტუ­რა­ლურ/კლა­სი­კურ ფე­რებს.

მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი - ვინ არის ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლე

– რო­გორ თვლით, რა ასაკ­ში იპო­ვეთ სა­კუ­თა­რი სტი­ლი და რა და­გეხ­მა­რათ ამა­ში?

– ბავ­შვო­ბი­დან­ვე მი­ზი­დავ­და ლა­მა­ზი ფე­რე­ბი, მომ­წონ­და სა­მო­სით თა­მა­ში, შე­მეძ­ლო გრძე­ლი კაბა მოკ­ლედ გა­და­მე­კე­თა, რომ ჩემ თო­ჯი­ნის­თვი­საც მსგავ­სი კაბა შე­მე­კე­რა. ჩემი შთა­გო­ნე­ბა ბავ­შვო­ბა­ში ალ­ბათ დედა და ჩემი უფ­რო­სი და იყ­ვნენ, სულ მინ­დო­და მათ­სა­ვით ჩა­მეც­ვა, ჩემ დას იმ დრო­ის­თვის უცხო რა­ღა­ცე­ე­ბი ჰქონ­და ან სულ ცდი­ლობ­და გა­და­ე­კე­თე­ბას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბით. მახ­სოვს მო­ზარ­დი ვი­ყა­ვი, მა­შინ არ იყო ასე­თი ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­დავ­წყვი­ტე მა­შინ­დელ ყვე­ლა­ზე კარგ ფეხ­საც­მის დი­ზა­ი­ნერ თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­თან შე­მე­კე­რა ფეხ­საც­მე­ლი. ვთხო­ვე სხვა­დას­ხვა ფე­რის ჩექ­მა შე­ე­კე­რა, ახ­ლაც მახ­სოვს მისი გა­ო­ცე­ბუ­ლი სახე, მკი­თხა სად უნდა ჩა­მეც­ვა და შე­ე­ცა­და გა­და­ვერ­წმუ­ნე! ახ­ლან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან მარ­თა­ლი იყო! ალ­ბათ აი, იმ ასაკ­ში ვე­ძებ­დი, სა­კუ­თა­რი სტილს, თუმ­ცა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი 20-22 წლი­დან გავ­ხდი და დავ­რწმუნ­დი, რომ მომ­წონს ელე­გან­ტუ­რი სტი­ლი რო­მე­ლიც ყვე­ლა ქალს კი­დევ უფრო მოხ­დე­ნილს ხდის.

მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი - ვინ არის ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლე

– რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ ტან­საც­მე­ლის მი­მართ?

– ტა­ნი­სა­მო­სი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ერთ-ერთი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, სა­მოს­მა არ უნდა გა­და­წო­ნოს სხვა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

– ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით თუ იც­ვლე­ბა თქვე­ნი გარ­დე­რო­ბი სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე?

– დიახ, მეტ-ნაკ­ლე­ბად იც­ვლე­ბა, თუმ­ცა მა­ინც კლა­სი­კურ­სა და ფა­ვო­რიტ ფე­რებს შო­რის ვტრი­ა­ლებ. გა­ზა­ფხუ­ლი ჩემ­თვის ჰა­ე­რო­ვან და ხა­ლი­სი­ან ვარ­დის­ფერს უკავ­შირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მოდ­გო­მას, ზრდას­რულ ყა­ვის­ფერ­სა და სევ­და­ნა­რევ დაღ­ვი­ნე­ბულ მდი­დარ ფე­რებს. ზა­ფხუ­ლი და ზამ­თა­რი სრულ წარ­მო­სახ­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი - ვინ არის ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლე

– რას ამ­ბობს თქვე­ნი ტან­საც­მე­ლი თქვენ­ზე?

– სა­მო­სი რა­ღაც დო­ზით ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ანა­რეკ­ლია და სტი­ლით თუ ფერ­თა არ­ჩე­ვა­ნით ინ­დი­ვი­დის შე­სა­ხებ ბევ­რი რა­მის ამოც­ნო­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩემი სტი­ლი ჩემ­ზე ალ­ბათ ამ­ბობს, რომ ვარ ოპ­ტი­მის­ტი. ვცდი­ლობ ყვე­ლა სა­კითხს ოპ­ტი­მის­ტუ­რად მი­ვუდ­გე.

მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი - ვინ არის ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლე

– ყვე­ლა­ზე ძვი­რი რო­მელ ნივთში გა­და­გიხ­დი­ათ?

– სი­მარ­თლე გი­თხრათ ზუს­ტად რო­მელ ნივთში მაქვს ყვე­ლა­ზე ძვი­რი გა­დახ­დი­ლი არ მახ­სოვს, თუმ­ცა მაქვს კაბა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლია. წელს ჩემ­მა შვილ­მა თა­ვი­სით გა­და­წყვი­ტა სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის დროს პირ­ვე­ლი გა­სამ­რჯე­ლო გა­მო­ე­მუ­შა­ვა. მე­ზო­ბელს ეზოს მო­წეს­რი­გე­ბა­ში მი­ეხ­მა­რა და გა­წე­უ­ლი შრო­მის სა­ფა­სუ­რად პირ­ვე­ლი მწი­რი გა­სამ­რჯე­ლო მი­ი­ღო, რო­მე­ლი­თაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვარ­დის­ფე­რი კაბა შე­ი­ძი­ნა დე­დის დღის­თვის. ფუ­ლით რისი შე­ძე­ნაც შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის ჩემ­თვის ეს კაბა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია.

– მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

– გა­აჩ­ნია ტენ­დენ­ცი­ას, თუმ­ცა პირ­ველ რიგ­ში ვით­ვა­ლის­წი­ნებ თუ რა მიხ­დე­ბა, მა­ბედ­ნი­ე­რებს და რაში ვგრძნობ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად.

მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი - ვინ არის ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლე

– ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ზა­უ­რობთ, ამ დროს ბევ­რი ჩე­მო­და­ნი მი­გაქვთ თუ ად­გილ­ზე ყი­დუ­ლობთ ახალ ტან­საც­მელს.

– ოჰ, ამ კი­თხვა­ზე ჩემი მე­უღ­ლე იხა­ლი­სებ­და! ჩე­მოდ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ყო­ველ­თვის ვა­ჭარ­ბებ. აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ მაქვს და­გეგ­მი­ლი და შეს­წავ­ლი­ლი ად­გი­ლი სა­დაც მივ­დი­ვართ, მა­შა­სა­და­მე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თუ რა მჭირ­დე­ბა იქ იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მოგ­ზა­უ­რო­ბის დრო­საც ვერ ვამ­ბობ უარს სა­ყიდ­ლებ­ზე.

– მე­უღ­ლის, შვი­ლე­ბის ჩაც­მის სტი­ლი თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

– თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი რომ დიახ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მენ­დო­ბი­ან! თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მომ­წონს რო­დე­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი თან­ხვედ­რა­ში არი­ან.

მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი - ვინ არის ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლე

– გლო­ბა­ლურ ეტი­კეტს ას­წავ­ლით და მუ­შა­ობთ ეტი­კე­ტის სკო­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. რამ­დე­ნად შე­დის ამა­ში ჩაც­მის სტი­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რი ტან­საც­მე­ლი?

– მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეტი­კე­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა კარ­გი მა­ნე­რე­ბის და ზრდი­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა და სხვი­სი სივ­რცის პა­ტი­ვის­ცე­მაა, მა­შა­სა­და­მე რა თქმა უნდა, ამა­ში ტა­ნი­სა­მოსს დიდი როლი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ საქ­მე ეხე­ბა, საქ­მი­ან ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას.

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge