Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ უნდა ვერიდოთ ღია დახლებზე ყველის შეძენას

May 17, 2023
რატომ უნდა ვერიდოთ ღია დახლებზე ყველის შეძენას

გა­და­ღე­ბუ­ლია „დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში“

ყვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ქარ­თვე­ლებს მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ და ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რა­დაც მო­იხ­მა­რენ. ყვე­ლის მი­მართ გა­მორ­ჩე­ულ სიყ­ვა­რულს ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლის სა­ხე­ო­ბა­თა დიდი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა. ქარ­თუ­ლი ყვე­ლის რუ­კა­ზე 60-მდე სა­ხე­ო­ბის ყვე­ლია.

ყვე­ლის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ზარ­ზე მისი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია. თუმ­ცა წარ­მო­ე­ბის ხან­გრძლი­ვი ტრა­დი­ცი­ი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აქ­ტუ­ა­ლუ­რია ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა და მომ­ხმა­რე­ბელს ყვე­ლის შე­ძე­ნი­სას დიდი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს. ამ სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ ყვე­ლის წარ­მო­ე­ბის სტან­დარ­ტი დე­ტა­ლუ­რად შეგ­ვეს­წავ­ლა და მკი­თხვე­ლიც გაგ­ვერ­კვია ამ სა­კი­თხში.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თუ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ დო­ნე­ზეა, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ იწარ­მო­ე­ბა არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას პრობ­ლე­მებს უქ­მნის. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, თუმ­ცა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სრუ­ლი­ად მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კი­თხია. ზო­გა­დად, ოჯახ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ბევრ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტია, თუმ­ცა იქ ხა­რის­ხის სა­კი­თხი არ დგას. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში წარ­მო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი მოქ­მე­დებს. მყიდ­ველს ეჭვი არ ეპა­რე­ბა, რომ ყვე­ლი შე­იძ­ლე­ბა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს. იგი ყვე­ლის შერ­ჩე­ვის დროს ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­კი­თხებს, თუ რო­მელ ბა­ლახს ჭამს პი­რუ­ტყვი ფერ­მა­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად რამ­დე­ნად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს ფერ­მა, დრო­ის რა პე­რი­ოდს ატა­რებს თა­ვი­სუ­ფალ ბა­ლა­ხო­ბა­ში, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თუ არა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი მათი მოვ­ლის პრო­ცეს­ში და ასე შემ­დეგ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბა­დი და ეკო­ნო­მი­კუ­რად და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა, მომ­ხმა­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა არ არის იმ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ ასეთ სა­კი­თხებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოს. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ი­ღოს სუფ­თა პრო­დუქ­ტი, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის დრო­საც სტან­დარ­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლია.

რატომ უნდა ვერიდოთ ღია დახლებზე ყველის შეძენას

გა­და­ღე­ბუ­ლია თბი­ლის­ში

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ყვე­ლი იყი­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან, მათ შო­რის, ბაზ­რებ­ში, ქუ­ჩებ­ში გარე მო­ვაჭ­რე­ებ­თან, უბ­ნის პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ებ­ში, სოფ­ლებ­ში პირ­და­პირ სახ­ლი­დან და ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში. გა­ყიდ­ვის ობი­ექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლის ხა­რის­ხი და წარ­მო­ე­ბის სტან­დარ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს, თუ რო­გორ იწარ­მო­ე­ბა და რო­გორ ინა­ხე­ბა ყვე­ლი, რო­მე­ლიც ღია სივ­რცე­ებ­ში დახ­ლებ­ზე ან პირ­და­პირ სახ­ლე­ბი­დან იყი­დე­ბა, მას მა­ინც უამ­რა­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. ამ დროს მომ­ხმა­რებ­ლის არ­ჩე­ვანს რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი გა­ნა­პი­რო­ბებს. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ით­ვა­ლის­წი­ნებს ფასს და „თვალს ხუ­ჭავს“ წარ­მო­ე­ბის დროს არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე. ამ კა­ტე­გო­რი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჰყავს თა­ვი­სი „სან­დო“ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­გა­ნაც რე­გუ­ლა­რუ­ლად ყი­დუ­ლობს ყველს მი­სა­ღებ ფა­სად, უმე­ტე­სად ბაზ­რებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტი არ არის ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი, არ იცის, რა პი­რო­ბებ­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი და რო­გო­რი რძით, შე­სა­ბა­მი­სად, ის გა­ურ­კვე­ვე­ლი ხა­რის­ხი­საა, მა­ინც ყი­დუ­ლობს, რად­გან ქარ­ხნულ, ხა­რის­ხი­ან ყველ­თან შე­და­რე­ბით ოჯახ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი უფრო ბი­უ­ჯე­ტუ­რი პრო­დუქ­ტია.

პრობ­ლე­მა უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვი­ხი­ლოთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, თუმ­ცა აღ­სრუ­ლე­ბი­სა და კონ­ტრო­ლის სა­კი­თხი ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზეა. ჯერ კი­დევ 2015 წლის 1-ელი აგ­ვის­ტო­დან ქვე­ყა­ნა­ში რძი­სა და რძის ნა­წარ­მის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი ამოქ­მედ­და. მის თა­ნახ­მად, ეტი­კეტ­ზე პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბას­თან ერ­თად მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს მწარ­მო­ებ­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი (და­სა­ხე­ლე­ბა, მი­სა­მარ­თი, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი, სა­წარ­მოს აღი­ა­რე­ბის ნო­მე­რი), პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა, სტან­დარ­ტის ნო­მე­რი, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა, შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 გრ პრო­დუქ­ტში და მასა. თუმ­ცა რძის ნა­წარ­მის და გან­სა­კუთ­რე­ბით, ყვე­ლის ეტი­კე­ტი­რე­ბა აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ში მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ ოჯახ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ყო­ველ­გვა­რი შე­ფუთ­ვის, ეტი­კე­ტის, პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე იყი­დე­ბა. არა­ვინ იცის, რამ­დენ დღეს ატა­რებს ის ბაზ­რის დახლზე, რა პი­რო­ბებ­ში და რა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ინა­ხე­ბა… ისიც კი გა­უ­გე­ბა­რია, თუ რო­გო­რი რძით და რა პი­რო­ბებ­ში არის პრო­დუქ­ტი დამ­ზა­დე­ბუ­ლი. დიახ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გლეხ­სა თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მწარ­მო­ე­ბელს გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მთა­ვა­რი – პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი, რო­მელ­მაც ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას.

ყვე­ლის ხა­რისხზე სა­უბ­რის დროს ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა გილ­დი­ის თავ­მჯდო­მა­რე ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლის ხა­რის­ხის ზრდა დიდ წი­ლად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფერ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ფერ­მა, რო­დე­საც აღ­რი­ცხუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ცხო­ვე­ლი, ყვე­ლა მათ­განს თა­ვი­სი მი­საბ­მე­ლი, სათ­ლი, ტილო აქვს. ვე­ტე­რი­ნა­რია მა­ღალ დო­ნე­ზეა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ვე­ტე­რი­ნა­რი აკ­ვირ­დე­ბა თი­თო­ე­ულ ცხო­ველს, კვე­ბის რა­ცი­ონ­საც ის გან­სა­ზღვრავს, რო­დე­საც სა­ქო­ნე­ლი ნა­ხირ­ში არაა გაშ­ვე­ბუ­ლი. თუ ეს პრო­ცე­სი არ გან­ვი­თარ­და, ნედ­ლი რძე და ხა­რის­ხი­ა­ნი რძის ნა­წარ­მი, მათ შო­რის, ყვე­ლი არ გვექ­ნე­ბა. მე­ო­რე მხა­რეს კი გვყავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე­ე­ბი. მე მათი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ მათს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა არ ხდე­ბა. რო­დე­საც გლე­ხის წარ­მო­ე­ბულ ყველს ვყი­დუ­ლობთ, არ ვი­ცით, წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში და­ცუ­ლი იყო თუ არა ჰი­გი­ე­ნის სტან­დარ­ტე­ბი. არ ვი­ცით, რამ­დენ ხან­ში ერთხელ ამოწ­მებს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გლე­ხი რძეს ან სა­ერ­თოდ, ამოწ­მებს თუ არა. რო­დე­საც არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს გლე­ხის დამ­ზა­დე­ბულ­სა და ინ­დუსტრი­ულ ყველს შო­რის, მე შე­იძ­ლე­ბა გლე­ხის ავირ­ჩიო, მაგ­რამ ამ დროს უნდა ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დე, რომ ამ ყველ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე შე­იძ­ლე­ბა არ იყოს. ეს ხარ­ვე­ზე­ბი ინ­დუსტრი­ულ ყველ­ში არ გვხვდე­ბა,“ – აცხა­დებს ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე.

ეს არის პრობ­ლე­მა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლამ იცის, თუმ­ცა მას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. რო­დე­საც სა­ქონ­ლის, რძი­სა და ყვე­ლის ხა­რისხზე გლე­ხებ­თან სა­უ­ბა­რი იწყე­ბა, ისი­ნი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან და ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ იჩაგ­რე­ბი­ან, თუმ­ცა ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა. ოჯახ­ში არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, რად­გან ის ბევრ ნაწ­ლა­ვურ ჩხირს შე­ი­ცავს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი შე­ი­ძი­ნოთ. არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლი იმ და­ა­ვა­დე­ბას შე­ი­ცავს, რაც შე­საძ­ლოა სა­ქო­ნელს ჰქონ­დეს.

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა აღ­დგე­ნი­ლი რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი „ყვე­ლია“, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ყვე­ლი არაა. ეს პრო­დუქ­ტი მშრა­ლი რძის აღ­დგე­ნი­თა და მას­ზე მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის და­მა­ტე­ბით მზად­დე­ბა. ნამ­დვი­ლი ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა კი მხო­ლოდ საღი რძით ხდე­ბა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლია აღ­დგე­ნი­ლი რძით დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტზე „ყვე­ლის“ და­წე­რა. ამ მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა შე­ფუ­თულ პრო­დუქტზე მეტ-ნაკ­ლე­ბად კი ხდე­ბა, მაგ­რამ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლის დიდი ნა­წი­ლი შე­უ­ფუ­თა­ვი და არა­ე­ტი­კე­ტი­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მას­ზე არ არ­სე­ბობს მი­თი­თე­ბა ნამ­დვი­ლი ყვე­ლია თუ აღ­დგე­ნი­ლი რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. ეს კი კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვაა და ამ შემ­თხვე­ვა­შიც აღ­სრუ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის სა­კი­თხის გაძ­ლი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლის უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბაა და მათი ნა­წი­ლი უშუ­ა­ლოდ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. მა­გა­ლი­თად, ასე­თია სულ­გუ­ნი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტია. მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით შე­იძ­ლე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­შიც დამ­ზად­დეს ყვე­ლი, მაგ­რამ აკ­რძა­ლუ­ლია მის ეტი­კეტ­ზე „სულ­გუ­ნის“ და­წე­რა. და­ცუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნით „სულ­გუ­ნი“ იწარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რძის წარ­მო­შო­ბის ქვე­ყა­ნა უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო. ეს სა­კი­თხი „გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის აღ­ნიშ­ვნა“ სტან­დარ­ტით რე­გუ­ლირ­დე­ბა. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის აღ­ნიშ­ვნა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ პრო­დუქტს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და ის ნიშ­ნავს, რომ ესა თუ ის პრო­დუქ­ტი კონ­კრე­ტულ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ზე უნდა იყოს წარ­მო­ე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, და­ცუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ყველ ფე­ტა­საც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ფეტა შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს მხო­ლოდ სა­ბერ­ძნეთ­ში ცხვრის ან თხის რძის­გან დამ­ზა­დე­ბულ ყველს.

ასეთ არას­ტა­ბი­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­ულ­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ის თუ ინ­დუსტრი­უ­ლი, ასე­ვე მომ­ხმა­რე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს. მომ­ხმა­რებ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს, აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლი არ შე­ი­ძი­ნოს, თუ ის შე­ფუ­თუ­ლი და ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი არ არის. არ­ჩე­ვა­ნის დროს კი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოს ინ­დუსტრი­ულ ყველს, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის დრო­საც სტან­დარ­ტებს იცა­ვენ. სტან­დარ­ტე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე დაც­ვა კი სა­ი­მე­დო და მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სა­წარ­მო­ებ­ში ხდე­ბა. სან­დო ბრენ­დი ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის გა­რან­ტი­აა.

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებენ სამართლებრივ შეფასებას” – ვლადიმერ ხუჭუა
  • “გამყიდველი ხელისუფლება. დიდმა და პატარამ იცის, რომ ესენი ფულს აკეთებენ…ჩვენ უნდა ვილოცოთ, ჩვენი საქმე არ არის, როგორ გაყიდის ქართველი მიწას, როგორ გენოციდს მოუწყობს ქართულ ეთნოსს ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი” – მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი
  • “საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ, რომელიც ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მოწვევით იმყოფებოდა” – თამარ ტალიაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge