კორონავირუსით 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაცივალა. იგი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი ტემპერატურით მოათავსეს, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ გოგონას კოვიდინფექცია არ ჰქონია და სწორედ კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან თავდაპირველად ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, სამი დღის მერე კი ინფექცია დაუდასტურდა.
“მესამედ, რომ გაუკეთეს ტესტი მერე გვითხრეს, რომ ნინო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. დაგვირეკეს, რომ ფილტვები გაეთიშა, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გვითხრეს, რომ ჰქონდა შაქარი, რაც წლების განმავლობაში არ აწუხებდა, სიმპტომი არ ჰქონია. ექიმები იტყუებიან. დედას მისწერა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, წყალი უნდოდა, საღამოს საათები იყო და ექიმებს ეუბნებოდა წყალი მაინც შემომიტანეთო და არც ერთი ექიმი არ შედიოდა. სამართლიანობას მოვითხოვთ და რა თქმა უნდა ამას ასე არ დავტოვებთ. 24 წლის გოგო წამებით მოკლეს, არ მომკვდარა ნინო მოკლეს.” – განაცხადა გარდაცვლილი გოგოს ბიძაშვილმა მარიამ გულიკაშვილმა.
თავის მხრივ, კლინიკის ხელმძღვანელი ლიკა მუმლაძე აცხადებს, რომ ოჯახმა დიაბეტის შესახებ არ იცოდა, თუმცა კლინიკაში მას დაავადება აღმოაჩნდა.
წყარო: ნიუპოსტი