ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა და ამბობს, რომ მალე ნიშნობა ექნება.
ნაზღაიძე ამ ეტაპზე არ ასახელებს მისი რჩეულის ვინაობას:
“ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად სიახლეა. არსებობს ადამიანი, მაგრამ მის ვინაობას, ჯერჯერობით, ვასაიდუმლოვებ. მალე ნიშნობა გვექნება და მერე უკვე გამოჩნდება, ვინ არის ჩემი რჩეული. გაგიმხელთ მხოლოდ იმას, რომ ჩემზე პატარაა”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” გიორგი ნაზღაიძე.