სასულიერი პირი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის დღევანდელ საეკლესიო და საზოგადოებრივ სივრცეში არსებულ პრობლემებს ეხება.
კოლხის თქმით, დღეს ადამიანები რელიგიას ერთმანეთის შესაშინებლად იყენებენ.
„დღევანდელ საეკლესიო სივრცეში ქრისტიანული ღირებულებები უმეტესად დაიკარგა.
სწორი მიდგომები შეიცვალა და დამახინჯებული ფორმით სარწმუნოებას ჩრდილი მიადგა…
ადამიანები რელიგიას და ხშირად წმინდა წერილსაც ერთმანეთის შესაშინლებლად, მეტიც დასამონებლად იყენებენ…
ძალიან მოდური და საკუთარი ინტერესებისთვის კარგად გამოსაყემებელი იარაღი გახდა ისეთი სიტყვა, როგორიც არის ,,მორჩილება”…
ის კომპრომისის, საცოდავი შემგუებლობის, ბოროტებასთან შეხმატკბილებული თანაარსებობის სინონიმად გადაიქცა.
ბოროტებასთან თანხმობა-ეს ხომ ბოროტების სასარგებლოდ მოქმედებას ნიშნავს. ამით არის გამოწვეული ყიველგვარი პროტესტის, ყოველგვარი თამამი გადაწყვეტილების მიუღებლობა.
დამორჩილება ბოროტების აღიარებას ნიშნავს. მართალია, ქრისტე ამბობდა, რომ გულით თვინიერი და მორჩილია, მაგრამ ბოროტებასთან შემრიგებლობა ჩვენთვის არ უსწავლებია.
ვითომ მორჩილებით ადამიანების დაკნინება-დამონება არ უნდა ხდებოდეს. საკუთარი ნების წართმევა და მარიონეტად გადაქცევა, რასაც ხშირად მიმართავენ იერარქები, საკუთარი მცდარი პოზიციების გასამყარებლად.
რწმენა, სულიერება ადამიანს წამოდგომაში უნდა ეხმარებოდეს, რათა ის წელში გასწორდეს. ვინაიდან ადამიანი ღმერთის ხატი და უმაღლესი არსებაა…
თავად ადამიანებიც უნდა ხვდებოდნენ, რომ მარიონეტად არ გადაიქცნენ და ვითომ მორჩილებას, სინამდვილეში მონობას არ ემსხვერპლონ!..“ , – წერს ის.