Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბახმაროში ჰაერი სახიფათო გახდება და ფილტვისა და სასუნთქი გზების დაავადებებს გამოიწვევს“ – რას აცხადებს გიორგი მუხუზლა?

May 15, 2023
“ბახმაროში ჰაერი სახიფათო გახდება და ფილტვისა და სასუნთქი გზების დაავადებებს გამოიწვევს“ – რას აცხადებს გიორგი მუხუზლა?

ჰესის მშენებლობის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მკვიდრი, “ბახმაროს გადარჩენის” საინიციატივი ჯგუფის წევრი, გიორგი მუხუზლა საუბრობს და აცხადებს:

“კურორტი ბახმარო, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მთის კლიმატური კურორტია პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. თუმცა, მალე შესაძლოა, ბახმარო, როგორც სამკურნალო კურორტი, აღარ გვქონდეს და ერთ ჩვეულებრივ მაღალმთიან სოფლად იქცეს. საქმე იმაშია, რომ ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე, ჰესის მშენებლობას აპირებს ამერიკული კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“. ჰესის დადგმული სიმძლავრეც 10.9 მეგავატი იქნება. ჰესი „ბახვი–1“ 60 მილიონი ლარი დაჯდება და მისი წლიური გამომუშავება 43.1 მილიონ კილოვატს შეადგენს. სულ 3 ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება ბახვისწყალზე, მაგრამ დანარჩენი ორი ბევრად ნაკლები სიმძლავრისა და სავარუდოდ, კურორტს ნაკლებ საფრთხე შეუქმნის. თუმცა, გურიის მკვიდრნი ამბობენ, რომ არც ამ ორი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში არ არსებობს გარანტია, რომ მთავარი სამკურნალო ფაქტორი არ დაირღვევა – მთისა და ზღვის შერეული ჰავა.
ეკონომიკის სამინისტროს დიდი ჰესის მშენებლობაზე ნებართვა დიდი ხანია გაცემული აქვს და როგორც გურიაში ამბობენ, კომპანია ამ ზაფხულს უკვე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას აპირებს. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰესის მშნებლობის წინააღმდეგია . მართალია, ბახმარო ზამთარში დაცლილია, ადგილობრივი მოსახლეობა ბარშია ჩამოსული, მაგრამ საკუთარი სახლები არავის გაუყიდია და ზაფხულში ბრუნდებიან და სახლებს და საოჯახო სასტუმროებს აქირავებენ, რაც ბევრი მათგანისთვის შემოსავლის ერთდერთი წყაროა. ეს ხალხი ხომ ამ შემოსავალს დაკარგავს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, ქვეყანას აღარ ექნება კურორტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საკავშირო დანიშნულებისა იყო და ტუბერკულიოზის, ფილტვების და სუნთქვის ორგანოთა სხვა და სხვა დაავადებებს კურნვდა თავისი უნიკალური ჰაერის მეშვეობით. ასევე, ბახმარო გამოიყენება სისხლნაკლებობის, ნევრასთენიისა და ლიმფადენიტის სამკურნალოდ”, – თქვა მან “ალიასთან” საუბარში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • გერმანიაში, ერთ-ერთ ბანკს თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge