“ეს შეიძლება ჩვენი ავიაკომპანიის დასანქცირების მიზეზი გახდეს” – ამის შესახებ დეპუტატი, რომან გოცირიძე წერს.
“საქართველო ევროკავშირის კიდევ რამდენიმე, არაწევრ ქვეყანასთან ერთად 2015 წელს შეუერთდა ყირიმის და სევასტოპოლის ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. სანქციის ვადის გასვლის შემდეგ ხდება მისი გაგრძელება. საქართველო ბოლოს 2021 წლის ივნისშიც მიუერთა გაგრძელებულ სანქციებს.
რუსულო ავიაკომპანია “აზიმუტი”, რომელზეც საქართველოში ფრენის ნებართვა გაიცა, დაფრინავს ყირიმში და სანქცირებულია უკრაინის მიერ. საქართველო თავისი გადაწყვეტილებით არღვევს ევროკავშირის სანქციებს. ეს შეიძლება გახდეს ჩვენი ავიაკომპანიების დასანქცირების მიზეზი”
ცნობისთვის,Azimuth Airlines-მა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენის ნებართვა მიიღო.
