ვერძი ♈
მეტ ყურადღებას მოითხოვს ფინანსები, რადგან არსებული პრობლემების გადასაწყვეტად შესაძლოა დამატებითი ხარჯის გაღება მოგიხდეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ დროის სასიამოვნოდ გატარებაში. გადაადგილებები ბევრ ახალ ნაცნობობას გიქადით.
კურო ♉
აქტიური დროა. გამოიყენეთ იგი საქმიანი და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მოლაპარაკებების ჩასატარებლად და ხელშეკრულებების დასადებად, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროთ ახალ სასიყვარულო კავშირს.
ტყუპები ♊
თავს ენერგიულად იგრძნობთ, რაც ხელს შეუწყობს აქტიურ მოქმედებასა და მრავალფეროვან ურთიერთობებს. შესაძლოა მიიღოთ საქმიანი შემოთავაზებები, მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მეტი დაკვირვება გმართებთ, რათა ხელიდან არ გაუშვათ კარგი შესაძლებლობები. მეტი ნდობა გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
კირჩხიბი ♋
ახალი კავშირები და ურთიერთობები დაგეხმარებათ ჭეშმარიტი სურვილების გაცნობიერებაში. ეს დრო ხელს უწყობს დამატებითი ცოდნის მიღებას და ახალი საქმეების დაწყებას. უცნაურ გარემოებებში გაცნობილი საინტერესო ადამიანი შესაძლოა მომავალი სასიყვარულო პარტნიორი გახდეს.
ლომი ♌
თავს ენერგიულად იგრძნობთ. შემოსავლის გასაზრდელად მეტი იურთიერთეთ და იმოქმედეთ. მეგობრებმა შესაძლოა ახალი საქმე შემოგთავაზონ. მშობლებთან, დედმამიშვილებთან და ნათესავებთან კავშირი მეტად ჰარმონიული გახდება, რაც გაგიუმჯობესებთ განწყობას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ რისკსა და აზარტულ თამაშებს.
ქალწული ♍
აუჩქარებლად შეასრულეთ საქმეები, რათა გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო კონტაქტები სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს და დიდ ხანს არ გასტანს. გადაადგილებისას ეცადეთ გამოიჩინოთ სიფრთხილე.
სასწორი ♎
მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც პირად ცხოვრებაში, ისე თქვენს საქმეებსა, ან კარიერაში, რაც მარტივი არ იქნება, თუმცა გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობის. გააკონტროლეთ ხარჯები. თავისუფალი დრო სახლში, ოჯახის წევრების წრეში გაატარეთ.
მორიელი ♏
კარგი დროა ახალი საქმეების დაწყებისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. არ გაგიჭირდებათ სწორი და გადაწყვეტილების მიღება. გაუმჯობესდება ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან ურთიერთობაც, რაც ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას.
მშვილდოსანი ♐
კარგი დროა დამატებითი ცოდნის მისაღებად და აუცილებელი თვისებების გამოსამუშავებლად. გადაღლილობა ცუდად აისახება ორგანიზმზე, ამიტომ თავისუფალი დრო გამოიყენეთ დასვენებისათვის. საყვარელ ადამიანთან კი მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას.
თხის რქა ♑
ქმედითუნარიანი და პრაგმატული იქნებით, რაც ხელს შეუწყობს ნაყოფიერ მუშაობას, მოგებიან თანამშრომლობასა და აუცილებელი კავშირების დამყარებას. კარგი დროა ახალი კავშირების დასამყარებლად, ცხოვრებისეული ცვლილებების განსახორციელებლად, პროფილაქტიკური და სამკურნალო სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად.
მერწყული ♒
მოზღვავებული ენერგიულობა და არაორდინალურობა გააოცებს გარშემომყოფებს. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად და ჩანაფიქრების განსახორციელებლად. გადაადგილებებისას მეტად თავდაჯერებული გახდებით. შესაძლოა მოძებნოთ სპონსორები, ან მიიღოთ აუცილებელი დაფინანსება.
თევზები ♒
არა ერთ პრობლემას მოაგვარებთ. გახშირდება მეგობრული ურთიერთობებიც. ახალი იდეები და მიზნები ხელს შეუწყობს ჩანაფიქრების განხორციელებას. ინტუიცია დაგეხმარებათ ამოიცნოთ ყველა არაკეთილმოსურნე და აარიდოთ თავი კონფლიქტებსა და უსიამოვნებებს. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა კი, უეცრად დაგატყდებათ თავს.
~
წყარო: თბილისელები