უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

September 18, 2019
ivanishvili
Share on FacebookShare on Twitter

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ადგილი, სადაც ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება…

ავიაბილეთები

საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს.

ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში.

2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ. ეს რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, თუმცა, დღეს ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ კიდევ ერთი უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების ისეთი კერა, სადაც სწავლის ხარისხი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში გვექნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა იულიხის კვლევითი ცენტრი, აახენის უნივერსიტეტი და რენის უნივერსიტეტი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ ურთულესი მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებას ესაჭიროება სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე შესაბამისი კადრების მომზადებას.

ფონდი ეტაპობრივად ახორციელებს დასახულ მიზანს. პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ამ მიზნით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამაჩქარებლების მწარმოებელ საერთაშორისო კონცერნ „აიბიეისთან“ (IBA), რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ დარგში.
ამავე დროს თბილისში, კერძოდ დიღომში არსებულ ცენტრში მიმდინარეობს თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ინსტიტუტების კლასტერის მოწყობა. ორივე ცენტრის მიზანია შესაბამისი კადრების მომზადება და ქართველი მეცნიერების ახალი თაობის აღზრდა. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე მოხდება დიდი ამაჩქარებლის – სინქროტრონის შექმნა, რომელიც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ქართულ მეცნიერებას და შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპისა და მსოფლიოს ინტელექტუალური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი.

ამრიგად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ფონდი “ქართუ” დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება.

ჩვენ ვხედავთ, რომ 21-ე საუკუნე იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარების ხანა. მსოფლიო ყოველდღიურად და ყოველწლიურად იცვლება. ამის საფუძველია ცოდნა და განათლება. ჩვენმა წინაპრებმა გარჯით და ბრძოლით შეინარჩუნეს და დაგვიტოვეს ეს მშვენიერი ქვეყანა. დღეს საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა, ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესს. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც სჭირდებათ სათანადო პირობები და ადგილი, სადაც ეს ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში, საგანმანათლებლო კომპლექსს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში”. – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიის Facebook გვერდზე გავრცელდა.

 746 ნახვა

თეგები: ivanishviliბიძინა ივანიშვილიივანიშვილი

სხვა ამბები

🎥ქუთაისში ისტორიულ მუზეუმს პერფერატორით ანგრევენ
პოლიტიკა

🎥ქუთაისში ისტორიულ მუზეუმს პერფერატორით ანგრევენ

March 15, 2023
“დაჩოქილები დადგნენ წრეზე, შუაში ცეცხლი დაანთეს, ხატები უკუღმა დაიჭირეს და მასონებს ჩვენ გვეძახიან” – რას წერს გიგა მაქარაშვილი
პოლიტიკა

“დაჩოქილები დადგნენ წრეზე, შუაში ცეცხლი დაანთეს, ხატები უკუღმა დაიჭირეს და მასონებს ჩვენ გვეძახიან” – რას წერს გიგა მაქარაშვილი

March 14, 2023
“მერიის კედელს კიდევ ვინ ჩივის, იცოდეთ, მალე ზედ შუბლზე დაგეწერებათ“ – კახა მიქაია
პოლიტიკა

“მერიის კედელს კიდევ ვინ ჩივის, იცოდეთ, მალე ზედ შუბლზე დაგეწერებათ“ – კახა მიქაია

March 14, 2023
🎥”კაცი, რომ ვიყო საჩხუბრად გამოგიწვევდით”- ემა ტუხიაშვილი გიორგი ვაშაძეს
პოლიტიკა

🎥”კაცი, რომ ვიყო საჩხუბრად გამოგიწვევდით”- ემა ტუხიაშვილი გიორგი ვაშაძეს

March 11, 2023
“ბიძინა დიდ პროვოკაციას მოაწყობს, მას სურს შური იძიოს საზოგადოებაზე” – ხუხაშვილი
პოლიტიკა

“ბიძინა დიდ პროვოკაციას მოაწყობს, მას სურს შური იძიოს საზოგადოებაზე” – ხუხაშვილი

March 10, 2023
ამ კარის სახელურის გამოგლეჯვას და ჩემი შვილის გადმოთრევას აპირებდა ალტინფოელი ორკი – ქაცარავა
პოლიტიკა

ამ კარის სახელურის გამოგლეჯვას და ჩემი შვილის გადმოთრევას აპირებდა ალტინფოელი ორკი – ქაცარავა

March 10, 2023
შემდეგი ამბავი
greencard

რა არის Green Card და როგორ უნდა შევავსოთ განაცხადი

(ვიდეო) აშშ-ს საზღვაო ფლოტმა მფრინავი თეფშის ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა

(ვიდეო) აშშ-ს საზღვაო ფლოტმა მფრინავი თეფშის ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა

პოპულარული

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე
საზოგადოება

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე

6 hours ago
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

6 hours ago
🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო
საზოგადოება

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

6 hours ago
🎥”რუსული საერთოდ არ იცის და ეს სიტყვა იმდენად მოულოდნელად მოიტანა” – შუშანა ბებოს ძალიან სახალისო ვიდეო
საზოგადოება

🎥”რუსული საერთოდ არ იცის და ეს სიტყვა იმდენად მოულოდნელად მოიტანა” – შუშანა ბებოს ძალიან სახალისო ვიდეო

7 hours ago
📸ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი კვარას ბათუმურ ფოტოს აქვეყნებს
საზოგადოება

📸ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი კვარას ბათუმურ ფოტოს აქვეყნებს

7 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე

March 29, 2023
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

March 29, 2023
🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

March 29, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი