წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში არქივიდან ინტერვიუს აქვეყნებს:
“ლელა კაკულია: დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ქართველები მესამე მსოფლიო ომში არ იბრძოლებენ! ეს სულ სხვა სახის ომი იქნება.
🔺 ინტერვიუ არქივიდან.
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“,
№46, 2010 წლის ივნისი.
❓ — ქალბატონო ლელა, უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის, როგორც ნაწინასწარმეტყველები გქონდათ, მეგობრული ურთიერთობები ვერ მყარდება. უკვე ნახევარი წელი გავიდა, რაც შვეიცარიაში დიდი ზარზეიმით მოეწერა ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის ოქმებს, მაგრამ აქამდე არცერთი ქვეყნის პარლამენტს არ მოუხდენია მათი რატიფიკაცია. უფრო მეტიც, სომხებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს ახალი კანონი, რომელიც პრეზიდენტს მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების უკან გამოთხოვის უფლებას აძლევს.
‼️ — არაერთხელ ვთქვი, რომ თურქეთთან სომხეთის „დამეგობრების“ იდეა კრემლიდან მოდიოდა. სომხეთი უკვე მერამდენედ გაება რუსულ მახეში. მათი ნაბიჯი თავშივე მცდარი იყო.
რამდენი ხანია, სომხეთი გენოციდზე გაჰკივის, მსოფლიოსგან ამ ფაქტის აღიარებას ითხოვს და ამ დროს, როცა თურქეთს ოდნავადაც არ შეუცვლია საკუთარი პოზიცია სომხების გენოციდთან დაკავშირებით, ხელი ეწერება ოქმებს მათ შორის საზღვრების გახსნისა და შემდგომი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ეს შეთანხმება იყო დიდი შეცდომა. სომხეთს არანაირ მსგავს დოკუმენტზე ხელი არ უნდა მოეწერა.
❓ — ამას ახლა მიხვდნენ?
‼️ — არა, თავიდანვე იცოდნენ, მაგრამ კრემლს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ეს შავი ლაქაა სომხური მხარისთვის. უბრალოდ, ახლა გონს მოეგნენ და მოიფიქრეს ახალი კანონი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების უკან გამოთხოვის შესახებ, რათა შთამომავლობის წინაშე თავი იმართლონ.
აღსანიშნავია, რომ სომხურმა პარლამენტმა სპეციალურად „შვეიცარიული ოქმების“ უკან გამოთხოვის მიზნით მიიღო ეს ახალი კანონი. სხვათა შორის, სომხები რუსებს ხმამაღლა დასდებენ ბრალს მათთვის წამგებიანი ნაბიჯის გადადგმაში და ეს მართალიც იქნება.
❓ — გავრცელდა ხმები, რომ სირიაში ვიზიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტი, სირიის პრეზიდენტის თანხლებით, დამასკის ერთ მიყრუებულ კაფეში საიდუმლოდ შეხვდა „ჰამასის“ ხელმძღვანელს. ამ ისტორიაში საინტერესო ის არის, რომ „ჰამასის“ ლიდერი ჰალედ მაშალი რამდენჯერაც ეწვია მოსკოვს, იმდენჯერ ითხოვა პრეზიდენტთან შეხვედრა, მაგრამ აუდიენციას ვერცერთხელ ეღირსა…
‼️ — ტყულია! ძალიან კარგად ხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტი „ჰამასის ლიდერს. უბრალოდ, ამას მალავენ, ეს იყო და ეს.
❓ — ახლა კი მედვედევის პრესსპიკერმა, რაღა თქმა უნდა, არა საკუთარი ინიციატივით, გაახმოვანა დამასკის ფარული შეხვედრის თაობაზე. საინტერესოა, რა უნდა ყოფილიყო ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მედვედევის საუბრის თემა?
‼️ — კრემლი ძალიან არამომგებიან პოლიტიკას ატარებს და ეს უკან მიუბრუნდება აუცილებლად. საქმე ისაა, რომ რუსეთს აწუხებს ჩრდილოეთ კავკასია (და მალე ძალიან შეაწუხებს ყველა ის ტერიტორია, რომლებიც ომს გამოუცხადებენ — დამოუკიდებლობას მოითხოვენ), იქ მიმდინარე განუწყვეტელი ბრძოლები და „ჰამასი“ მუსლიმებთან შუამავლად სჭირდება. თუმცა, უპირველესი მაინც ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი პოლიტიკის გატარებაა და სწორედ ამ კუთხით უნდა კრემლს ამ ტერორისტული ორგანიზაციის გამოყენება.
❓ — მედვედევი თურქეთშიც ბრძანდებოდა ოფიციალური ვიზიტით, სადაც თურქეთ-რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის დოკუმენტს მოაწერა ხელი. თუმცა ეს დოკუმენტი რეადმისიის შეთანხმებას (არალეგალური მიგრანტების დეპორტაცია) მიაბა, რომელზეც ჯერ არ არის ხელი მოწერილი. შესაბამისად, უვიზო რეჟიმის ამოქმედებაც გაურკვეველი ვადითაა გადადებული. ამოქმედდება კი იგი საერთოდ?
‼️ — თურქეთი და რუსეთი ახლა კეთილმეზობლობანას თამაშობენ. ეს ძალიან უგუნური პოლიტიკაა და მას დადებითი ბოლო არ აწერია. ამ თემას ერთხანს აბურთავებენ, მაგრამ საბოლოოდ იგი გაყინული დარჩება. აქ მე არაფერს შედეგიანს არ ვხედავ.
❓ — მედვედევის თურქეთში ვიზიტისას თურქეთ-რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შერეული სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ პორტებით „კავკასია“ და „სამსუნი“. თუ თურქეთსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება, მით უმეტეს, თუ სომხეთ-თურქეთს შორის საზღვარიც გაიხსნება, საქართველო რეგიონში სატრანზიტო გადაზიდვების მონოპოლისტის სტატუსს დაკარგავს, რაც რუსეთის მიზნებში შედის.
‼️ — ვერ ეღირსებიან! საქართველოს რეგიონში სტატუსს ვერ დააკარგვინებენ. სომხეთი ვერასდროს ვერაფრით ჩაანაცვლებს საქართველოს. რამდენჯერ ვთქვი, რომ საქართველოს „აბრეშუმის გზას“ კავკასიაში ალტერნატივა არ აქვს?! სომხეთი შავ ზღვაზე ვერ გავა. პირიქით, თუ გონს დროზე არ მოეგო, იმდენად გაირთულებს მდგომარეობას (და უკვე ირთულებს კიდეც), რომ მათ მიმართ უნდობლობა საუკუნეების განმავლობაში არ აღმოიფხვრება.
თურქეთის მცდელობაც, ასე ვთქვათ, „კულტურულად“ დაიპყროს აჭარა, ამაოა! თურქეთი საბოლოოდ ისევე ვერ ეღირსება აჭარას, როგორც რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. აი ნახავთ!!!
კი, ბათუმში მრავლად არიან თურქები, მაგრამ ახლოსაა დრო, როცა საქართველოს დატოვებენ და უკან, სამშობლოში დაბრუნდებიან. უბრალოდ, ფესვებს ვერ გაიდგამენ.
თურქეთის მცდელობა, რუსეთთან ერთად შავ ზღვაზე გაბატონდეს, ასევე კრახისთვისაა განწირული. ამას ამერიკა არ დაუშვებს და მოხდება ის, რაც არაერთხელ ვიწინასწარმეტყველე: ამერიკა ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს თურქეთს. ზუსტად ამერიკული სამხედრო ხომალდები განლაგდება შავ ზღვაზე ბლომად, ხოლო საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქნება.
❓ — და, თურქულ-ქართული ურთიერთობის თემასთან კავშირში, კიდევ ერთი კითხვა: ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული სამი ქართული ტაძრის — ოშკის, ხანძთისა და იშხნის აღდგენის სანაცვლოდ, თურქული მხარე ბათუმში აზიზიეს მეჩეთის, ქობულეთის რაიონში კი ჯამეს შენებასა და ახალციხის მეჩეთის რესტავრაციას მოითხოვს. ხელშეკრულება უკვე მომზადებულია და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. რას იტყვით, გამართლებულია საქართველოს მხრიდან ასეთ დამობებზე წასვლა?
‼️ — უპირველესად, შეგახსენებ, რაც 1992 წლის 10 აპრილს ვიწინასწარმეტყველე: „აჭარაში მოლა დადუმდება“. ეს უკვე არის კიდეც პასუხი შენს კითხვაზე, აქ შეიძლებოდა, აღარც მეთქვა სხვა არაფერი, მაგრამ მინდა ერთი რჩევა მივცე ქართულ ხელისუფლებას:
მესმის, რომ ქართული კულტურისა და ისტორიის ძეგლების გადასარჩენად აპირებენ დათმობაზე წასვლას, მაგრამ ასე არ არის. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა მსოფლიო კულტურული საგანძურის დაცვა, მოვლა და შენახვა. სწორედ ამ ორგანიზაციებს უნდა მიმართოს ჩვენმა მთავრობამ და მიაღწიოს იმას, რომ თავად თურქეთს დაევალოს მათ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენა.
❓ — ეს შესაძლებელია? ანუ შანსი გვაქვს, რომ მივაღწიოთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას?
‼️ — რა თქმა უნდა. აბა, სხვას რას მიკეთებს, რისი საერთაშორისო ორგანიზაციაა, თუ ეს საკითხები არ მოაგვარა? ასე რომ, შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.
აი ის კი, თურქები ახალი მეჩეთის აშენებას რომ მთხოვენ, უკვე პოლიტიკური ხასიათის, უფრო მეტიც, დაპყრობითი ხასიათის მოთხოვნაა და საქართველომ ეს უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს.
უნდა ითქვას ისიც, რომ ქართველები ვერ აიტანენ ამას და ატყდება ერთი ამბავი. ბათუმში უკვე არის ერთი მეჩეთი და ეს სრულიად საკმარისია. სად არის ეგრე, რომ ვისაც რა მოუნდება, ის ააგოს და დააარსოს ამ ჩემს ქრისტიანულ მიწაზე?!
არანაირად არ ვებრძვი მუსლიმებს, მაგრამ აზერბაიჯანმა რომ მართლმადიდებლური ტაძარი დამიხურა ჩემს ისტორიულ მიწაზე, რომელი მუსლიმი აღშფოთდა ამით, ერთი მანახეთ, რა?
წარსულში ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: საქართველოში მოლა დადუმდება! მორჩა და გათავდა.
რაც შეეხება ტაო-კლარჯეთის ქართულ ტაძრებს, იქ იმხელა კოსმიური ენერგია ტრიალებს, ისეა დამუხტული ღვთიური მადლით, რომ ისინი, ყველაფრის მიუხედავად, არსებობას განაგრძობენ და რაც მთავარია, არა საქართველოს გაყიდვის ფასად. იმ ღია თამაშს, რომელსაც თურქეთი რუსეთთან ერთად ეწევა, საქართველომაც უნდა უჩვენოს მუშტი.
❓ — ქალბატონო ლელა, 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გრანდიოზული აღლუმი ჩატარდა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად. მიუხედავად იმისა, რომ მიწვეულები იყვნენ, სხვადასხვა მიზეზით, არც ობამა ჩავიდა მოსკოვში, არც სარკოზი და არც ბერლუსკონი.
‼️ — თითიდან გამოწოვილი მიზეზებით! რეალურად, ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ ევროპასა და ამერიკას თავიანთი გეგმები აქვთ რუსეთის მიმართ და ამ გეგმებში არ შედის რუსული არმიის დემონსტრაციით, ვითომ სამხედრო სიძლიერის დემონსტრაციით „ტკბობა“.
ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვა“ მითია. მე ერთ-ერთ ინტერვიუში გითხარი, რომ კლინტონის მიერ მოსკოვში ჩატანილ სიმბოლურ ღილაკზე სწორედ ის სიტყვა ეწერა, რაც ამერიკელებს უნდოდათ, რომ წერებოდა — Перегрузка და არა Перезагрузка. არავითარი უნებლიე შეცდომა არ ყოფილა.
ხოლო რუსულ-ფრანგულ-იტალიურ ურთიერთობებში, ამ ორი უკანასკნელის მოსკოვში ჩაუსვლელობით, უკვე გაჩნდა ბზარი, რომელიც ამ სამ სახელმწიფოს საბოლოოდ ნაწინასწარმეტყველებ დაპირისპირებამდე მიიყვანს. ეს პირველი ნაბიჯი იყო.
❓ — ქალბატონო ლელა, ახლა საუბარია იმაზე, რომ რუსეთი უკრაინას „ნეფტოგაზისა“ და „გაზპრომის“ გაერთიანებას სთავაზობს.
‼️ — ეს დროებითი თემაა. და საერთოდ, რუსეთ-უკრაინას შორის ყველა თემა დროებითია.
❓ — გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამაჩაბლოში განლაგებულ რუსული არმიის ნაწილებში, ეგრეთ წოდებული ლისტოვკების დარიგება დაიწყეს, რომლებშიც საუბარია ქართული არმიის ქმედითუუნარობასა და სისუსტეზე. ასეთი „ლისტოვკები“ 2008 წლის 8 აგვისტოს ომის წინაც დაარიგა კრემლმა არმიაში და საინტერესოა, ახლაც ხომ არ აპირებს ახალი შეტევის წამოწყებას რუსეთი?
‼️ — არა! ეს ფურცლები რუსი ჯარისკაცების მორალურ-ფსიქოლოგიური მომაგრებისთვისაა გამიზნული, ვინაიდან, შესაძლოა, ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ რუსეთს ეშინია, საქართველომ შეტევა არ წამოიწყოს მათი მოფამფალებული არმიის წინააღმდეგ.
მათ ჯარისკაცებს ჯერაც არ დავიწყებიათ ის დიდი დარტყმა, რომელიც ქართველმა მეომრებმა მიაყენეს 2008 წელს. გგონიათ, ასე იოლია, ვაგონებით გატანილი გვამების დავიწყება? გგონიათ, რახან რუსები არ აღიარებენ, ეს ტყუილია? კრემლი კიდევ სხვა ბევრს მალავს, მაგრამ ამით მხოლოდ თავს იტყუებენ.
არის დიდი შიში და ეს შიში, უპირველესად, მოძლიერებულ ქართულ არმიას უკავშირდება. რუსებმა შესანიშნავად იციან, რომ აგვისტოს ომში „ჰაერი“ და „ზღვა“ რომ გვქონოდა, საქართველოს ვერ მოერეოდნენ. ჰოდა, ახლა ეშინიათ. მართლა ეშინიათ!
ერთადერთი, რისი იმედიც აქვს და რითაც ამ ეტაპზე სარგებლობს რუსეთი, ის არის, რომ არც ამერიკასა და არც ევროპას დღეს ხელს არ აძლევს რუსეთის დასუსტება, რათა ამით მუსლიმები არ მოძლიერდნენ. სწორედ ამის გამოა, რომ ჯერჯერობით ამერიკაცა და ევროპაც მხოლოდ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებაზე აკეთებენ აქცენტებს, თორემ მათ უამრავი ბერკეტი აქვთ რუსეთის მოსარჯულებლად. და თუ რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან ამერიკა და ევროპა სასტიკ სანქციებს აამოქმედებენ.
❓— მსგავსი ანალიზი არცერთ პოლიტექსპერტს არ გაუკეთებია. ამის ბრალი ხომ არ არის ის, რომ ობამას საქართველოსა და ზოგადად, რუსეთის მეზობელი ქვეყნების მიტოვებაში ადანაშაულებენ?
‼️— ობამა, როგორც ადრე ვთქვი, ძალიან სუსტი პრეზიდენტია. იგი მარტო არ იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო იმ ჯგუფმა, რომელიც რეალურად განსაზღვრავს ამერიკის პოლიტიკას, შესანიშნავად იცის, რომ თუ საქართველოდან რუსები არ ჩააჩოჩა, შეერთებული შტატების რეიტინგი ნულის ტოლი გახდება მსოფლიო ქვეყნების თვალში და მერე ვიღას რაში დაჭირდება ნატო? ჰოდა, ამერიკის ვითომ უყურადღებობა საქართველოს მიმართ, დროებითი მოვლენაა.
<...>
❓ — ქალბატონო ლელა, შეკითხვა შემოვიდა მკითხველისგან. მართალია, ქალბატონი ლელა წერს, რომ მესამე მსოფლიო ომს საქართველო გადარჩებაო, მაგრამ თუ იმ დროისთვის ნატოს წევრი ქვეყანა ვიქნებით, ქართველი ჯარისკაცები ხომ ვერ გადაურჩებიან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასო?
‼️— დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სწორედ ქართველები არ იბრძოლებენ ამ ომში. ეს სულ სხვა სახის ომი იქნება. ამას ყველა ნახავთ.
ახლა, ძალიან მინდა, მივესიყვარულო ჩემს ხალხს.
მიყვარხართ და გეფერებით, ჩემო ქართველებო! არ გაბედოთ უიმედობა. ნაწინასწარმეტყველები ნათელი და გაბრწყინებული დრო ახლოსაა და თითოეული ქართველის ოჯახში შევა ის ენერგია, რომელიც თავისუფალ, მშვიდ ცხოვრებას მოგიტანთ.
სამსახურებიც გექნებათ, საჭმელ-სასმელიც, თქვენი შვილებიც ისწავლიან და აქედან დაიწყება 23-ე საუკუნის 30 მილიონი ქართველის „შეკრებაც“.
საქართველოს ვერავინ მოერევა! გახსოვდეთ ეს.
ჩვენ ვმრავლდებით, ვვითარდებით და, მეათასედ ვიმეორებ: საქართველო გახდება ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო!
შადიმანებს, რა თქმა უნდა, ამის გაგონება არ უნდათ, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ასეთი იქნება რეალობა. მოკლე ხანში კი კიდევ უფორ მეტს აეხდება ნიღაბი. ვხედავ და ვიცი, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ.
დაბოლოს, ისევ გავიმეორებ 1992-1993 წლებში ნაწინასწარმეტყველებს: „რუსის ჯარი გარბის თავისი საზღვრების დასაცავად!“
ღმერთმა დაგლოცოს, საქართველო!”