ბლოგერი, პროგრამისტი, უჩა აბაშიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:
“რას უნდა შვებოდეს საქართველო ეხლა?”
ხშირად სვამენ ამ კითხვას ხალხი
და მერე ხელზე იხვევენ რუსეთუმეები, იმიტო რო ჰგონიათ ამაზე პასუხი არ არსებობს
სინამდვილეში, მე პირადად ვთვლი რო “არ მაქვს უფლება ამაზე ვისაუბრო” და თავს ვიკავებ ხოლმე, რო არიან ჩემზე ათასჯერ კომპეტენტური ხალხი და იმათმა უნდა დაალაგონ და მე უნდა დავაშეარო მხოლოდ და შეიძლება ადამიანურ ენაზე ვთარგმნო ზოგი პუნქტი, მაქსიმუმ
მარა, ვინაიდან ეს კითხვა ისმება დღეში 50-ჯერ ჩემ ვოლზე და პასუხი, მზა, მე არ შემხვედრია – რო მოვუტანო, აი ეს თქო (დამილინკეთ თუ არის და გავმაზე)
ხოდა რავი, ვილაპარაკებ მე, “მარტივად და გასაგებად” რას უდნა შვებოდეს საქართველოს მთავრობა, დავუშვათ, ხვალ დილას რო გაიღვიძეს და “გონს მოეგენ” (ან არა მოღალატე მთავრობის პირობებში რო გავიღვიძეთ უცებ, რატომღაც, რაღაცნაირად)
მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის რო “ომი მაიმუნობა არ არის” – საქართველოს რო რუსეთი დასხმოდა, საუკეთესო დროს რუსეთისა, 2 თვე დასჭირდა მომზადებას (სინამდვილეში 7 თვეზე მეტი ვაფშეტა, მარა 2 აქტიურად)
(ჯარის მოყვანა, დახარისხება, დალაგება, მომარაგების აწწყობა, საწყობების გავსება და ა.შ.)
დღვანდელ დღეს, დავუშვათ რუსეთს რომც ჰყავდეს “ვითი დაგვესხას” (საჭიროა მინიმომ “ერთი არმია” ხალხი, 30 000-50 000, რომლებიც ამ ეტაპზე არანაირად არ ჰყავს ზედმეტი)
ხოდა, რომც ჰყავდეს, მათ გადმოსროლას, დალაგებას, მომზადებას, უზრუნველყოფას და შესატევად გამზადებას – დასჭირდება 3-დან 6 თვემდე მინიმუმ
და ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდება პირველივე დღიდან, დასავლელი მეგობრების დახმარებით
კაიდა, თუ მანამდე დაგვესხმებიან?
– ნეტაი მანამდე დაგვესხან, ჩვენ ჯარს აქვს იმის უნარი რო ეგეთ დარტყმას გაუძლოს და შუაზე გადატეხოს (ჩვენ გვყავს “ნახევარი არმია” ჯარი რა, ძალის მხრივ)
მოუმზადებელს და ნაჩქარევს და არასათანადო რაოდენობიანს და ცუდად მომარაგებულს გადავხსნით შუაზე (ეს რუსებმა ჩვენზე უკეთ იციან)
და სამაგიეროდ მიზეზი იქნება ტერიტორიების დასაბრუნებლად და ზიანს დიდს ვერ მოგვაყენებენ (იმიტო რო, გავიმეორებ, ზიანის მოყენებას – მომზადება უნდა, მომარაგება, დალაგება, დაწყობა, გამზადება და ისე შემოტევა)
მოკლედ 3-დან 6 თვემდე ექნება მთავრობას, იმისთვის რო საკუთარი პოზიციები გაამყაროს და ქვეყანა ისე მოამზადოს რო მერე “კიდევ უფრო აღარაფერი ჯარი არ ეყოს რუსეთს ჩვენს დასამარცხებლად”
ესაა ხო მთავარი რის წინაშეც რუსეთუმეები იჯვამენ, რო ვაიიიმეე და რუსეთმა რო “არა!” გვითხრას და დაგვესხას??
ხოდა დღეს რო დავიწყოთ მოქცევა როგორც რუსეთს არ გაუხარდება, ან ნაჩქარებად ეცდება რამეს – და მისთვის უარესი
ან დაიწყებს, როგორც საჭიროა დალაგება/მომზადებას და მინიმუმ 4 თვე გვექნება სანამ განძრევას შეძლებენ
(და რეალურად არანაირი საშუალება არ აქვთ რუსებს ეხლა, მეორე ფრონტი გაუხსნან ვინმეს ამიტომ ყველანაირი მცდელობა იქნება დემონსტრაცია და დაშინების მცდელობა და მეტი არაფერი, მეორე ფრონტის არ გახსნას ოცნება ატრიალებს ამდენს ზუსტად იმიტო რო რუსეთიდან მოსდით მესიჯი – ეგ რო მოხდეს წავაგეთო)
– – –
ხოდა
გათენდა დილა, გვყავს ნორმალური მთავრობა
დღე პირველი:
1. დილაადრიან, ზარი ზელენსკისთან, მოლაპარაკება კიევში ვიზიტზე სასწრაფოდ, განსახილველი თემა – ხელშეკრულება ურთიერთ დახმარების შესახებ (არის ამაზე “ჩარჩო მოლაპარაკება”) – რო თუ რუსეთი დაგვესხმება, უკრაინა ჩაერევა სამხედრო ძალით პირველივე წამიდან (და მანამდე განათავსებს აქ თავის როტაციაზე მყოფ ჯარს, იხილეთ აღწერა პოსტის ბოლოსკენ)
2. ზარი ამერიკაში, ვიზიტით ჩასვლის თხოვნა/დაგეგმვა, განსახილველი თემა – ფინანსური დახმარება წლიური ბიუჯეტის სრული ოდნებით(არის ამაზე ჩარჩო მოლაპარაკება ამერიკელებთან) – იმიტო რო სანქციებზე სრულად მიერთება, იქნება გარკვეული დარტყმა ეკონომიკაზე და “ამის საფასურად” გვინდა დახმარება (რაც ამერიკისთვის კაპიკებია, წლის მანძილზე) – რაც სინამდვილეში გაამყარებს ეკონომიკას, სანამ ომია და სანქციებია, და არა პირიქით(ანუ მამენტ ნეტა დიდხანს გაგრძელდეს და “გვაჭამონ” ეგრე, უხეშად რო ვთქვათ)
ასევე ამერიკასთან განსახილველი თემა “აღმოსავლეთ ევროპისთვის ლენდლიზის პროგრამის” ფარგლებში – გარკვეული მჩატე შეიარაღებების სასწრაფოდ მოწოდება (ჯაველინები, სტინგერები და ა.შ. დიდი რაოდენობით, არის ამერიკისგან ამაზე მზაობა) შეგახსენებთ – ლენდლიზი ნიშნავს “ყველაფერი რაც ტექნიკაა, ლენდლიზის დასრულების მერე უნდა დააბრუნო, ყველაფერი რაც სასროლი მასალაა – ნაჩუქარია” – ლენდლიზის ფარგლებში მოსულა არა მხოლოდ იარაღის მოწოდება, არამედ საწვავი მაგალითად და სხვა მასალები(რასაც ქვეყანა დაასაბუთებს რო სასიცოცხლოდ სჭირდება) (ვინც თავს იშტერებს და არ ახსოვს, ლენდლიზის ფურცელზე ჩვენც ვწერივართ, ჩვენც გვეხება ეგ და არ ვსარგებლობთ, რო რუსეთს არ ეწყინოს)
3. ზარი თურქეთის პრეზიდენტთან (ვინც არ უნდა იყოს იმ მომენტისთვის) – ვიზიტის დაგეგმვა უახლოეს დღეებში(უკრაინის მერე), განსახილველი თემები:
თურქეთის დახმარება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში, თურქეთის და აზერბაიჯანის ინტერესების სანაცვლოდ, თურქეთთან “დაძაბულ ვითარებაში” მოქმედებების სინქრონიზაციის ჯგუფის შექმნის დაწყება და მუშაობა (ანუ ჩვენ თუ რუსეთი დაგვესხა, როგორ გვაწვდის თურქეთი საჭმელს/შეიარაღებას და როგორ გადიან ქალები და ბავშვები, ვისაც უნდათ – თურქეთში)
დამატება: ბევრმა არ იცის რო თურქეთთან უზარმაზარი საზღვარი გვაქვს ჩვენ, ერთხელ დახედეთ რუკას ამის დედავატირე, რომელიც ბევრგან არის გავლადი და მინიმუმ კიდევ ერთი დიდი გამშვები სასაზღვრო პუნქტი გვაქვს, ჯავახეთში. სარფი არაა მოკლედ “ბოთლის ყელი”
4. ზარი დიდ ბრიტანეთში, დალაპარაკება იმაზე რა რისკების ქვეშ ვართ, რომ გვჭირდება დახმარება, მათ შორის ფინანსური, შეხვედრის დაგეგმვა (მიზანია ბრიტანეთი ემოციურად ჩართული გახდეს ჩვენ თემაში, როგორც უკრაინაზეა, მეტნაკლებად მაინც. ეგენი მაინც ვა-ბანკზე არიან წასული და ყველაზე ადვილი ხალხია ასაყოლად)
5. ზარი ევროკავშირში, თხოვნა რო ხვალიდანვე მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ასევე სიების მიწოდება ევროკავშირი/ამერიკისთვის დასასანქცირებელი ადამიანებისა – რომლებიც გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას კიდევ უფრო(ესენი უნდა იყვნენ ოკუპირებული რეგიონის ტიპები, ოლიგარქები რომლებიც ხელებს აფათურებენ ქართულ ეკონომიკაში და ა.შ.)
6. სამხედრო ძალებში(პირველივე დღიდან) მასიური წვრთნების დაწყება, თავდაცვითი მზაობის ასამაღლებლად (და კი, სამწუხაროდ, როგორც ბელორუს სამხედორებს არ მოუსვენიათ რაც ომი დაიწყო და სუ წვრთნებზე არიან, ჩვენ ჯარსაც, სანამ ომია და პუტლერი ცოცხალია, მოუწევთ სუ წვრთნა და ველზე ყოფნა)
7. კონტრ-დაზვერვის ამუშვება და რუსეთის აგენტების, მოღალატეების, კოლაბორანტების გამოვლენა, დაკავება, გაძევება (პირველივე დღიდან, ამ თემაზეც დასავლეთთან მუდმივი თანამშრომლობა) – ანუ დასატოვებელია ოპოზიციონერები, გასაყრელია ყველა დანარჩენი, ჩვენი ტრაკის მიმცემების თამადობით
8. საქართველოში რუსული ქონების და ბიზნესების ჩამორთმევის პროცეისს დაწყება (სანქციების ფარგლებში კეთდება ესეც მთელ პლანეტაზე ნელ-ნელა)
– – –
– – –
მომდევნო დღეებში:
– მუშაობის დაწყება სარეზერვო სისტემის აღდგენაზე, მოხალისეობრივი პრინციპით(მიმდინარე დროში ძალიან ბევრია მსურველი) – გამარტივებული წესით, კონკრეტული მიზნებით (რის შექმნასაც 1-2 თვე დასჭირდება, რო წვრთნები საერთოდ დაიწყოს ანუ)
– საფრანგეთთან საუბარი (ზურაბიშვილის კარტის დახმარებით), მათი პოზიციის დაზვერვა და ნელ-ნელა მათ პოზიციაზე მუშაობა რო შეეშვან ჩვენს გაწირვას (თუ აპირებენ)
– ხალხისთვის ყოველდღიური საუბრები, პრემიერის მიერ, იმის ახსნით რა ვითარებაა რეგიონში, რა რისკებია, როგორ ვემზადებოდეთ, რო უკრაინა იბრძვის ჩვენს ოკუპანტთან, ჩვენ ვაწარმოებთ აი ასეთ და ასეთ ნაბიჯებს, ჩვენს ჩრდილო საზღვართან არის აი ასეთი და ასეთი ძვრები, მოიმარაგეთ ეს, ემზადებოდეთ ამისთვის
– სამოქალაქო თავდაცვის “მინიმალური სისტემების” ამუშავება (ანუ რო მეტროებში თვის შეფარება შეიძლებოდეს, პადვლები, ბუნკერები და ა.შ.)
– ლიეტუა, ლატვია, ესტონეთისთვის მაქსიმალური დახმარებების თხოვნა ყველაფერში (დაგვეხმარებიან), ასევე პოლონეთისთვის
– ყოველდღიური მუშაობა თურქეთთან, რო შევქმნათ ერთიანი ინტერესების ვექტორი, რო ვაგრძნობინოთ როგორ მაგრად გამოვადგებით თუ მხარში დაგვიდგება უფრო მეტად ვიდრე ჩვეულებრივ, და ა.შ.
– ყოველდღიური საუბარი ამერიკასთან რო იქნებ “საკმარისზე მეტი ფული მოგვცეს” (იმიტო რო მათთვის მაინც კაპიკებია უკრაინის ხარჯებთან შედარებით) – იმიტო რო გამოვადგებით
– უკრაინასთან ურთიერთ-თავდაცვის ხელშეკრულების მოწერა (სასურველია პირველივე კვირის განმავლობაში)
– უკრაინაში ქართული ლეგიონის სისტემატიზირება და ორგანიზება, სასურველია 1 ბატალიონის გაგზავნა (რომელიც გადაიბარებს ზოგად მართვას), შეიარაღების მიწოდება ბიჭებისთვის, ნორმალური ლოგისტიკა ყველაფერ საკითხებში და ა.შ. (ეს იქნება ჩვენი “ორგანიზებული დახმარება უკრაინისთვის” ომში)
– უკრაინისგან კონკრეტული დაპირებების მიღება ვის გამოუშვებენ აქ, თუ რუსეთი დაგვესხა, ასევე უკრაინული ბატალიონების საქართველოში დასვენება/როტაციის პრინციპების შექმნა/ამუშავება (ანუ აქ რო დაისვენონ და პარალელურად მუდმვად იყვნენ წარმოდგენილი უკრაინული ჯარი რამდენიმე ასეული, ან ათასეული, რამდენსაც ავუვალთ)
– გაეროში ყოველ კვირეული მოხსენებები ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ზოგადად აქტიური მსოფლიო კამპანია – იმის შესახსენებლად რო ჩვენც ამ ომის ნაწილი ვართ, ჩვენ დავზარალდით იმისგან რო ევროპამ დაგვიკიდა 2008-ში და ეხლა სანამ გამოეღვიძათ, მაქსიმალური ბენეფიტების გამორჩენა
– ნატოსთან აქტიური ურთიერთობა, იმისთვის რო იქნებ ისეთი კლიმატი შეიქმნას, რო ჩვენც მეტად გვჯეროდეს რო მიგვიღებენ და მტერმაც იცოდეს რო “არ გაგვყიდიან”
ისევ იმიტო – რო შეცვლილია მსოფლიო კონიუქტურა და დღეს ევროპა “გადამგდები” აღარ არის (დროებით, ალბათ, მარა მაინც)
– რუსეთისთვის სანქციების დადებით გამოწვეული დანაკარგების აღმოფხვრაზე მუშაობა, ისევ თავის მოსაწყლებით ევროპასთან და ახსნით რო ჩვენი განსაკუთრებული ვითარების გამო (რუსეთს რო ვესაზღვრებით) ბევრი ხელის წაშველება გვჭირდება ამ საქმეში (არის მათგან ამაზე მზაობა)
ანუ ბიუჯეტს “დაიჭერს” ამერიკა, მარა ხო არის ხალხი ვინც ყიდდა რაღაცას რუსეთში და ეხლა რა უყოს უნდა ახლიდან მოიფიქროს და მათთვის
აი რავი, ეს არი რასაც უნდა შვებოდეს ქვეყანა და არა ტრაკს აძლევდეს მტერს, ჩემი აზრით რა ვიცი
თუ ვინმეს რამე მოგაფიქრდებათ კიდევ, აზრიანი და სასარგებლო, დაამატეთ
გავიმეორებ – მე არ უნდა ვწერდე ამას, – ამას უნდა წერდნენ პოლიტიკოსები, მარა ჩვენ ქვეყანაში უმეტესობა პოლიტიკოსი ან არ უსმენს ხალხს, არ უსმენს იმას რო ხალხი ითხოვს – გვიპასუხეთ ამაზეო, მარტო გინება მოდის, პასუხის ნაცვლად (პარტიებისგან, რო მაგ კითხვის დასმა – მოღალატეობააო, არადა კითხვა არის და რჩება მერე ჰაერში და იგებს ამით რუსეთუმე “ოცნება”)
ან უსმენს ხალხს, იცის რო ეს კითხვა არსებობს, მარა პასუხის ეშინია, იმიტო რო იცის რო გინება წამოვა უკვე ხალხისგან, იმიტო რო ყველა პოლიტიკურად აქტიური მოძრაობა ჩვენთან – გასვრილია რამე უბედურებაში წარსულში და ნორმალურად ბოდიში არ აქვს მოხდილი :(“