ცნობილი პოლიტიკოსისა და ისტორიკოსის გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დღეს ლაშას დაბადების დღეა, 58 წლის გახდებოდა. ივნისში, 25 წელი გავა, რაც ლოგინში, მძინარე მოკლეს. ერთ კვირაში, მამაჩემის საჯაროდ დახვრეტიდან გავა 16 წელი, თვენახევარში – 14 წელი გიორგის ცოცხლად დამარხვიდან, ხოლო შემოდგომაზე – 9 წელი ნაწამები დედაჩემის გარდაცვალებიდან…
მე კი ვითმენ და ვითმენ…”