Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო… ვეღარ ვიმატებ…” – რა დამართა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა გასახდომმა პრეპარატმა?

May 12, 2023
“გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო… ვეღარ ვიმატებ…” – რა დამართა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა გასახდომმა პრეპარატმა?

ექიმმა, ტელეწამყვანმა და პოლიტიკოსმა სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანთან წონაში დასაკლები პრეპარატების შესახებ ისაუბრა.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ის იღებდა წონაში დასაკლებ პოპულარულ მედიკამენტებს, რომლებმაც ცუდ შედეგებამდე მიიყვანა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა.

ის ხალხს ურჩევს, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე მსგავსი ტიპის არანაირი წამალი არ მიიღონ.

„ ყვე­ლა იმ აზ­რზეა, რომ არ მჭირ­დე­ბო­და წო­ნა­ში კლე­ბა, მაგ­რამ მე არ ვთვლი ასე. მე­სა­მე ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ დის­კომ­ფორ­ტი მქონ­და, წო­ნა­ში კლე­ბა გა­მი­ჭირ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ათი კილო მქონ­და ზედ­მე­ტი. ასე­თი გამ­ხდა­რი რო­გორც ახლა ვარ, არა­სო­დეს არ ვყო­ფილ­ვარ არ­ცერთ ასაკ­ში, მაგ­რამ ამა­ზე 8 კი­ლო­თი მეტი ვი­ყა­ვი მი­ნი­მუ­მი რაც აქამ­დე ვყო­ფილ­ვარ. დიახ, ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­და.

თა­ვი­დან რო­დე­საც ვერ ვიკ­ლებ­დი ენ­დოკ­რი­ნო­ლიგ­თან მი­ვე­დი, რო­მელ­მაც ანა­ლი­ზე­ბი გა­მა­კე­თე­ბი­ნა, ანა­ლი­ზე­ბი არე­უ­ლი მქონ­და, რა­მაც და­მი­რე­გუ­ლი­რა პრობ­ლე­მე­ბი და და­ვი­წყე წო­ნა­ში კლე­ბა. გურ­მა­ნი ვარ და მეც მიყ­ვარს კე­თე­ბა და რო­დე­საც რა­მეს ვა­კე­თებ, მეც ვსინ­ჯავ რა თქმა უნდა. 9 კილო ნა­ხე­ვა­რი და­ვი­კე­ლი, მაგ­რამ შემ­დეგ წონა გა­მე­ყი­ნა. შემ­დეგ გა­ვი­გე პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ, ეს არის კან­ქვე­შა ინექ­ცია, რო­მე­ლიც ინიშ­ნე­ბა დი­ა­ბე­ტის დროს. მე სრუ­ლი­ად არა­ე­ქი­მუ­რად მო­ვი­ქე­ცი, რა­საც დღეს ძა­ლი­ან ვნა­ნობ. ორი თვე ვი­კე­თებ­დი და სა­ო­ცა­რი შე­დე­გი მქონ­და. მო­მენ­ტა­ლუ­რი კლე­ბა და­ვი­წყე. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ასე არ არის, დე­და­ჩე­მი იკე­თებს, მაგ­რამ გრა­მი არ აქვს დაკ­ლე­ბუ­ლი.

ახლა რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, ყო­ველ წელს ვი­კე­თებ სრულ გა­მოკ­ვლე­ვას და არა­სო­დეს მქო­ნია პრობ­ლე­მა. ერთი თვის წინ რომ გა­ვი­კე­თებ კი­დევ „ჩე­ქა­ფი“, ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე მაქვს პრობ­ლე­მა. გა­მიჩ­ნდა კვან­ძე­ბი, გავ­ხდი სა­ო­პე­რა­ციო. სწო­რედ ამ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ. მაქვს ახლა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, რაც სა­დამ­დე მივა არა­ვინ არ იცის. მე არა­ერთ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია და ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ეს პრე­პა­რა­ტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ბო­ლოს მი­თხრეს, რომ ანა­ლი­ზე­ბი მა­ინც გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ში მქონ­და, ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი მაქვს.

მე ამ პრე­პა­რატს ექი­მის გა­რე­შე არა­ვის ვურ­ჩევ. გაძ­ლი­ე­რე­ბულ კვე­ბა­ზე ვარ გა­და­სუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ვჭამ, ვი­ტა­მი­ნებ­საც ვი­ღებ, მაგ­რამ გრამ­საც ვე­ღარ ვი­მა­ტებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ტკბი­ლი და ამა­საც ვე­ღარ ვჭამ, რად­გან ამ პრე­პა­რატ­მა შე­მიც­ვა­ლა გე­მოვ­ნე­ბა. ასე­ვე მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა რო­მე­ლიც მქონ­და -2-მდე და ახლა მაქვს -4-მდე. გან­გა­შის ნიშ­ნე­ბი ჩა­მერ­თო, ხომ არ მქონ­და ანო­რექ­სი­ის ნიშ­ნე­ბი. პირ­ველ ეტაპ­ზე საჭ­მლის და­ნახ­ვა­ზე მქონ­და გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა. ზო­გა­დად არაშ­რო­მი­სუ­უ­ნა­რო გამ­ხა­და, მაგ­რამ ვი­ტან­დი, რად­გან სარ­კე­ში რომ ვი­ყუ­რე­ბო­დი, მომ­წონ­და ჩემი თავი გამ­ხდა­რი. ალ­ბათ სამ კი­ლოს მო­ვი­მა­ტებ­დი.

ლო­ყე­ბი ჩა­მი­ვარ­და, ინექ­ცი­ის მე­ში­ნია და სა­ხე­ზე ინექ­ცი­ებს ვერ ვი­კე­თებ­დი და ბო­ლოს გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ამ დროს არა­ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნის ვი­ზუ­ა­ლი გაქვს. სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი მი­რე­კავ­და, არ ჩერ­დე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნი, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ რა მო­გი­ვი­დაო, ყვე­ლას ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდა ჩემს მი­მართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და და ამ დროს ჩემი ნე­ბით ვიკ­ლებ­დი.

ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს მქო­ნია მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არ ვი­ცო­დი რა იყო შფოთ­ვა და ახლა და­მე­წყო. ყვე­ლას ვთხოვ, რომ ექი­მის გა­რე­შე არ გა­ე­კა­როთ ამ პრე­პა­რატს“ , – აღნიშნა ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge