ლივერპულში “ევროვიზიის” ნახევარფინალი იმართა, სადაც საქართველოს სახელით სცენაზე ირუ ხეჩანოვი წარსდგა – მან სიმღერა Echo შეასრულა. საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა.
“საქართველო მიყვარხარ” – აღნიშნა ირუმ შთამბეჭდავი შესრულების შემდეგ.
ირუს ბედი კონკურსში შესული ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული – საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია.
