მომღერალმა ნინო ქათამაძემ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას საერთოდ არ ეშინოდა საომარი მოქმედებების დროს უკრაინაში ჩასვლის. უფრო მეტიც,მისი ოჯახი საცხოვრებლად გადასვლაზეც ფიქრობს.
“არ ყოფილა ასეთი რამ, რომ მე ან ჩემს შესანიშნავ მუსიკოსებს შეგვშინებოდა უკრაინაში წასვლის. როდესაც ჩემს ჯგუფს ვუთხარი, რომ კონცერტით მივდიოდით კიევში, მათ თქვეს, რომ მზად იყვნენ ემღერათ იქ, სადაც ეს შეუძლებელიც კი იყო. მაშინ მეტროში ჩავატარეთ კონცერტი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი კონცერტი ჩემს ცხოვრებაში. დღემდე მახსოვს კონცერტის დროს მაყურებლების თვალები, შეუძლებელია დავივიწყო მათი ცრემლები და მთელი ეს ამბავი რაღაც წარმოუდგენელია“, – განაცხადა ქათამაძემ.
ჩემი ოჯახი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა უკრაინაში ცხოვრება. ჩვენ ახლა ვგეგმავთ გადასვლას, ომის დროს”, – თქვა ნინომ.
წყარო – ambebi.ge
