პუტინის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმაურება:
“გუშინ განიხილეს, რომ საქართველო ახლა ისე სწორად იქცევა, რომ დროა დაბრუნდეს საჰაერო მიმოსვლა და უვიზო რეჟიმი – და აღდგა. ძალიან სწორი. პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს, არ შეუერთდნენ სანქციებს, არ გახსნეს მეორე ფრონტი… მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადატვირთული იქნება”
