ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუჩის ძაღლებმა მისი ძმა დაგლიჯეს. ფოტოზე ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანას გადაყავს.
– ეს ჩემი ძმაა. რეანომობილით გადაგვყავს საავადმყოფოში, ქუჩის ძაღლებისგან დაგლეჯილი. მხოლოდ ამის გამო არა, ისედაც ვაპირებდი და მალე დავწერ – ყველაფერი როგორ ვაქციეთ სექტად, ცხოველების ეგრეთ წოდებული სიყვარულიც კი. ნელ-ნელა და შეუმჩნევლად, როგორ დავარღვიეთ ზღვარი ადამიანისა და ცხოველების უფლებებს შორის…
