ქუთაისში 3 წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მცირეწლოვანს ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:
“გაფრინდა პატარა ანგელოზი 🤍🕊️
დილით ზაფხული ჩამქვრალა ჩვენს ქუჩაზე…
მიაბიჯებდა ღრუბლებში, ნელ-ნელა მიუყვებოდა წყებად დაფენილ საფეხურებს, გვერდს ლამაზი, თეთრი ანგელოზები უმშვენებდნენ.
ამბობენ სიკვდილის ანგელოზს შერცხვა და თავი დახარაო…✨
მზე გვიცქერდა ზეციდან, მისი ღიმილიაო ამბობენ!…
მიწა ეწვოდაო დედამიწას, ზეცა დაჰყურებდა დარჩენილთა ცოდვა-ბრალს.
უფალი შეეგება ,,ღიმილის გოგოს ” შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრაო ამბობენ.🤍”
“არმინდა დავიჯერო რომ ეს სიცოცხლით სავსე ანგელოზი ჩვენს მომავალ შეხვედრას არ აურევს არ გაგვაწვალებს და არ გვარბენიებს 😭😭😭 გულთან ერთად სიტყვებიც გამეყინა რომელიც უძლურია რამით განუგეშოთ😭😭😭”
