Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შენი სიკვდილის შემდეგ დაბადებული შვილიშვილი ამაყობს შენით” – ლევან ლორთქიფანიძე

May 9, 2023
“შენი სიკვდილის შემდეგ დაბადებული შვილიშვილი ამაყობს შენით” – ლევან ლორთქიფანიძე

“კავკასიის სახლის” წევრი, პოლიტილოგი ლევან ლორთქიფანიძე,  სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

“მრავალ ჭირნახულმა, ნატანჯმა, ქვრივმა და მარტოხელა ქალმა – ანეტა სპირიდონის ასულმა გამყრელიძემ 1945 წლის 9 მაისს ვანის რაიონის პატარა სოფლის რეპროდუქტორიდან მოისმინა ცნობა ომის დამთავრების შესახებ.

მას 1945 წლის 9 მაისს გაუჩნდა იმედი იმისა, რომ კიონინგსბერგთან და ლენინგრადთან მებრძოლ ორივე ვაჟს კვლავ ნახავდა, კვლავ ჩაიკრავდა ორივე მათგანს გულში. წარმომიდგენია, როგორ ლოცულობდა ანეტა მკერდზე საიდუმლოდ დაკიდებულ წმინდა ნიკოლოზის ხატთან და მადლობას სწირავდა ღმერთს! ვინ მოსთვლის ჩემი დიდი ბებიის მსგავსად, საბჭოეთში მცოვრებ კიდევ რამდენ ადამიანს გაუჩნდა იმ დღეს სიხარულის მონატრებული განცდა… აი, ეს არის 9 მაისი!

ანეტა მალე დარწმუნდა თავისი უფროსი ბიჭის, ლენინგრადის ბლოკადას გადარჩენილი გრიგოლის ჯანმრთელად და კარგად ყოფნის ამბავში. მისი უმცროსი შვილი კი აღმოსავლეთ პრუსიიიდან მანჯურიაში გადაისროლეს.

დიახ, ბაბუაჩემი იოსებ ლორთქიფანიძე ნაცისტების შემდეგ კვანტუმის არმიას ებრძოდა. გენერალი იამადა ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური თავდასხმების შემდეგაც აგრძელებდა ბრძოლას იაპონიისთვის უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული კოლონიის – მანჯოუ გოუს შესანარჩუნებლად. ჩინეთის ჩრდილო-აღმოსვლეთ რეგიონში შეტაკებები 2 სექტემბრამდე გაგრძელდა. ალბათ, როგორი შოკისმომგვრელი იქნებოდა 24 წლის ბიჭისთვის კამიკაძე თვითფრინვების, ბომბშებმული ჯარისკაცებისა და ჰარაკირის საკუთარი თვალით ნახვა.

იქაც გადარჩა, იქაც გაიმარჯვა!

მალე რექტორ ნიკო კეცხოველისგან მოთხოვნილი დეპეშაც მოვიდა და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს შორეული აღმოსავლეთის პირველი ფრონტის დატოვების უფლებაც მისცეს.

უფროსო სერჟანტო ლორთქიფანიძევ, დიდი მადლობა, რომ 700 000 ათას ქართველთან ერთად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტების დამარცხებაში მიიღე მონაწილეობა და კვანტუმის არმიასაც გაჰკარი კბილი.

შენი სიკვდილის შემდეგ დაბადებული შვილიშვილი ამაყობს შენით და გულით დააქვს შენი თავგადასავლები.

დიდება გმირებს!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge