“ბიძინა ივანიშვილი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდიას ვაჟს, გიორგი გამსახურდიას ჩაუყენებს. პარტიის საჯარო პრეზენტაცია, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 30 მაისს გაიმართება. თუ არადა, გიორგი გამსახურდია თავისი პარტიის ლიდერებს რამდენიმე დღეში წარუდგენს საზოგადოებას.” – ამის შესახებ „ალიას“ექსკლუზურად, დახურულმა წყარომ განუცხადა. ეს პარტია შესაძლოა, იქცეს ბიძინა ივანიშვილის მთავარ დასაყრდენად 2024 წლის არჩევნებში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. „ქართული ოცნების“ლიდერები, იგივე კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი,ვოლსკი, დავითულიანი, სამხარაძე ხალხს ძალიან აღიზინებენ. პარტიის ბევრი ლიდერი თვით „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვისაც მიუღებელია.
გიორგი გამსახურდიას პარტიაში კი ახალი და გაუსვრელი სახეები იქნებიან, პოლიტიკურად არაანგაჟრებული პერსონები, ამბობს წყარო. წყარო ვერ ასახელებს, გამსახურდიას გარდა, ვინ იქნებინ პარტიის სათავეში. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ახალი პარტია ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ იმ მომხრეების დასაშოშმინებლად სჭირდება, რომლებიც არ იზიარებენ მმართველი გუნდის მკვეთრად გამოხატულ პრორუსულ კურსსა და რიტორიკას და ევროპასთან ინტეგრაციის მომხრენი არიან.
ივანიშვილის გუნდში ვარუდობენ, რომეს ადამიანები ღიად კი გამოხატავენ „ქართული ოცნების“ მხრდაჭერას, მაგრამ არჩევნებზე პარტიას არ მისცემენ ხმას. ეს კი პარტიის შიდაკვლევებით დადასტურდა, რომლის თანახმადაც, ისეთი ხალხი გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“, რომლებიც მისი დაარსების დღიდან ყველა არჩევნებში აძლევდნენ ხმას.მოკლედ, ივანიშვილი ცდილობს დააბალანსოს სიტუაცია გიორგი გამსახურდიას პარტიით, რომელიც ზომიერად პროდასავლური იქნება და არც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე იტყვის უარს, – გვიყვება წყარო.
დასავლეთში ბიძინა ივანიშვილის „სავიზიტო ბარათი“ გიორგი გამსახურდიას პარტია იქნება და არა „ქართული ოცნება“. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ჩამოწერა „ხალხის ძალა“, რომელმაც საკუთარი თავი ისე ამოწურა, „ამოქოავაც“ კი ვერ მოასწრო. სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ შექმნიდა პარტიას, რომელიც „ქართული ოცნების“ ოპოზიცია გახდებოდა და მერე, შე ცვლიდა კიდეც მას და ხელისუფლებაში მოვიდოდა. შესაძლოა, სწორედ ამ გეგმის განხორციელებას იწყებს ივანიშვილი. წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილის გეგმით, გამსახურდიას პარტია სამეგრელოს რეგიონის ხმებს მოუტანს ივანიშვილს, რადგან ზვიად გამსახურდიას გულწრფელი, უანგარო მომხრეები, მცირე გამონაკლისის გარდა, სამეგრელოში შემორჩნენ. ასევე, სამეგრელოში გიორგი გამსახურდია არჩევნებზე ხმებსწაართმევს გიორგი გახარიას, რომელსაც ამ რეგიონში სოლიდური მხარდჭერა ჰქონდა და სავარაუდოდ, აქვს.შესაძლოა, იმის აფიშირებისთვის, რომ ახალი პარტია ნამდვილად ბიძინა ივანიშვილისაა, მის დამფუძნებელთა შორის ვიხილოთ მისი რამდენიმე ნათესავი და მეგობარი ხელოვნების სფეროდან. მოკლედ, გიორგი გამსახურდიას პარტიას მრვალმხრივი დატვირთთვა აქვს, მთავარი, „ქართული ოცნების“შეცვლაა და შეძლებს თუ არა ამას, დრო გვიჩვენებს. ლოგიკურად, თუ გიორგი გამსახურდიას პარტია მოვიდა ხელისუფლების სათავეში, პრემიერ–მინისტრიც გამსახურდია უნდა გახდეს. თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი.
შესძლოა, პარტიამ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად პარტიის სხვა ლიდერი წარუდგინოს პარლამენტს, ამბობს წყარო. აქედან გამომდინარე, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ივანიშვილი პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილს არც კი განიხილავს. ერთი შეხედვით, კარგი გეგმაა, ივანიშვილი ცდილობს რუსეთის მომხრეების ხმები „ქართული ოცნებით“ მოიპოვოს და დასავლეთის ხმები გიორგი გამსახურდიას პარტიით. თუ ეს შეძლო, ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც შეიძლება მოიპოვოს ამ ორი პარტიით. ოპოზიციის უნიათობას თუ გავითვლისწინებთ, ეს შესაძლებელია. ახლა იმაზეა ყველაფერი დამოკიდებული, რას იზამენ „ქართული ოცნების“ ის მომხრეები, რომლებიც პარტიის მკვეთრი პრორუსული პოზიციის გამო, მისთვის ხმის მიცემას არ აპირებენ.
თავად გიორგი გამსახურდია კი უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას.
წყარო: alia.ge