Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღეს დილით ათენში ნახეს გარდაცვლილი… მანქანა გადავაყენე და ხმამაღლა ავტირდი” – რას წერს გიორგი კეკელიძე

May 8, 2023
🎥 ამას სოციალურ ქსელებში აიტაცებენ და არ მინდა, რომ მაგალითად გამოდგეს… – რატომ სცადა გიორგი კეკელიძემ სუიციდი? (ვიდეო)

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

“ეს ლექსი ეძღვნება ვაჟა ბაბილოძეს. ბიჭს, რომელიც არასდროს მინახავს და ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში მწერდა და მქომაგობდა. დღეს დილით ათენში ნახეს გარდაცვლილი. იქ ცხოვრობდა. დეიდაჩემმა მომწერა ეს ამბავი, რადგან ეს ბიჭი ადრე ჩვენს სოფელში ცხოვრობდა და გაიგო, თუმცა მე იქ არასდროს მინახავს.

დღეს ერთი სიმღერა ავიკვიატე და მისი ერთ-ერთი ვერსია მქონდა ჩართული. გადავაყენე მანქანა და ხმამაღლა ვტიროდი. ეს სიმღერა ისმოდა და ტირილს მიმძაფრებდა. მე მხოლოდ მუსიკაზე, ფილმზე და წიგნის ეპილოგზე ვტირი ხოლმე. ძალიან კარგზე – ცხადია. იშვიათად ვტირი შესაბამისად. სიმღერა ცუდი არ იყო, მაგრამ ეს ტირილი უფრო სიკვდილს ეკუთვნოდა. მერე მივხვდი, რომ რაღაც უნდა მიმეძღვნა ამ ბიჭისთვის და გადავწყვიტე ის ლექსი დამეწერა, რაც ისედაც დიდი ხანია მინდოდა. ლექსი, რომელიც ჯოჯოხეთს აჩვეულებრივებს და ძალიან ნაცნობს ხდის. და დავწერე…

ბაბუაჩემმა თავი მოიკლა
და წესი არ აუგეს.
ბაბუაჩემი
ჯოჯოხეთში გააგზავნეს და
შეიძლება არც იცის, რომ გარდაიცვალა.
ბაბუაჩემს ეშინოდა თავის მოკვლის.
ყოველ საღამოს საბძლის ბოძზე თოკს ჰკიდებდა და ვერ ბედავდა.
თოკი ეკიდა.
იმ თოკზე მერე თავს იხრჩობდნენ მთვრალი ქარები
და ბაბუაჩემი მიხვდა –
თავი რომ მოიკლა, უნდა დათვრე.
ფხიზელი ადამიანები არასდროს არიან მართლები,
რადგან ფხიზელ ადამიანებს სიმართლის ეშინიათ.
მხოლოდ ტყუილი აუქმებს სიკვდილს –
ტყუილი უდრის ცოცხლად ყოფნას –
ფხიზელ ადამიანებს კი სიცოცხლე უნდათ.
ბაბუაჩემმა თავი მოიკლა.
მე დავინახე როგორ ეკიდა და ქანაობდა.
დავინახე ქარიც, რომელიც იდგა და ბაბუაჩემს უყურებდა.
ქარი მაშინ ფხიზელი იყო.
ბაბუა მთვრალი.
მოგვიანებით მეც თავს ვიკლავდი.
არც მე ამიგებდნენ წესს.
ჩემი სული აუცილებლად შეხვდებოდა ბაბუაჩემს სულს.
ბაბუაჩემი წამიყვანდა ჯოჯოხეთის უღრან ტყეში.
მე გამიკვირდებოდა რომ ჯოჯოხეთში ძალიან ცივა,
წიგნებში კი სულ სხვა წერია.
ტყის მერე გამოჩნდებოდა მინდორი,
მინდორს მერე პატარა სოფელი,
სოფელს მერე პატარა ქალაქი,
ქალაქში აუცილებლად იქნებოდა ქუჩა.
ქუჩაზე აუცილებლად იდგებოდა სახლი.
სახლში აუცილებლად იქნებოდა კედლები ახეული შპალერით
და წინა წლების კალენდრებით,
აუცილებლად დაგხვდებოდა საღამო და ნესტი,
ჩვენ აუცილებლად ავანთებდით შუშაგაჭვარტლულ ლამფას,
ცარიელი იქნებოდა მაცივარი
და საპურე ნახევრად სავსე.
თაროზე იდგებოდა მჟავე ჯემის ქილა,
გადმოღვრილზე შესეული ჭიანჭველებით.
და ბაბუაჩემი აუცილებლად იტყოდა გაბზარული ხმით
– ვახშმის დროა!
ჩვენ ვივახშმდებით.
და ჩაი აუცილებლად იქნებოდა ცხელი,
იმაზე ცხელი ვიდრე ჯოჯოხეთია წიგნებში,
ცხელი და ნასესხები შაქრის გემოთი.
მერე დავჯდებოდით აივანის ძველ სკამებზე უიმედოდ.
ვიჯდებოდით ასე საათი.
მერე შევხედავდით ერთმანეთს და გავიღიმებდით.
იქნებოდა სადღაც 1993 წელი. შემოდგომის მორიგი დღე.
ეს დღე იდგებოდა ოზურგეთში.
ოზურგეთში.
პატარა ქალაქში”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
  • “დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ”- ონისე ოქრიაშვილის მეუღლე
  • “17 წლის მოზარდი, რომელსაც გაბლატავებულმა ღორმა ესროლა გარდაიცვალა”- ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge