ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა “ნაპოლიმ” იტალიის სერია ა-ს ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა – ეს არის გუნდის ისტორიაში რიგით მესამე გამარჯვება და ეს ხდება ხვიჩას გუნდში ყოფნის პირველივე სეზონზე.
ამ დიდ წარმატებას შოთა არველაძე გამოეხმაურა:
კვარამ საოცრება ჩაიდინა, ეს დაწყებულია იმ დღიდან როცა ის ბათუმში დაბრუნდა. ძალიან ხშირად აღვნიშნავდი, ის რაც მან რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში გააკეთა, ტრიბუნებზე ათასობით ხალხი მოიყვანა, ამ ყველაფერს მიება საქართველოს ნაკრები, ქართული ფეხბურთის აღორძინება და მიება ის გამარჯვება, რასაც ის დღეს იზეიმებს.მინდა მას კიდევ ერთხელ მივულოცო და მადლობა ვუთხრა ამ საოცარი სეზონისთვის”, – ამბობს ვიდეომიმართვაში შოთა არველაძე.