Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა მარტივი რიტუალის საშუალებით შეგიძლიათ სახლის ნეგატივისგან გაწმენდა

May 5, 2023
რა მარტივი რიტუალის საშუალებით შეგიძლიათ სახლის ნეგატივისგან გაწმენდა

იცით, როგორ უნდა გაიგოთ, სახლში თუ ცუდი ენერგია დაგროვდა? – ზოგი ამას თავად გრძნობს, მაგრამ თუ მსგავსი უნარი არ გაქვთ, შეგიძლიათ, ერთი უბრალო რიტუალით სცადოთ სიტუაციაში გარკვევა და მისივე დახმარებით გაწმინდოთ სახლი ყოველგვარი ბოროტებისაგან. სავსებით შესაძლებელია, თქვენს სახლში ბევრი ნეგატიური ენერგია იყოს დაგროვილი – იგულისხმება ემოციური ენერგია, რომლის წყაროც ადამიანები არიან. ამ ყოველივესგან განწმენდას კი მოახერხებთ რიტუალით, რომელიც სულ რაღაც სამი კომპონენტისგან შედგება: წყლის, მარილისა და ძმრისაგან. თუ როგორ? – ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ბადრი რ.

– უარყოფითი ენერგია თქვენს სახლში შეიძლება წინა მფლობელთა დროს დაგროვდა, ან სულაც კამათისა თუ ჩხუბის მერე, რომელიც მეუღლეებს შორის მოხდა ან მშობლებთან გქონდათ. სამყაროში ყველაფერი ენერგიათა თამაშზეა დამყარებული და შეუძლებელია ენერგიის წარმოქმნა ან განადგურება. ჩვეულებრივ, ის მხოლოდ ორი სახისაა: დადებითი ან უარყოფითი.

– რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი და არსებობს თუ არა მისი კონტროლის მექანიზმი?

– რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ცხოვრებაში, ყველაფერი ენერგიების ურთიერთქმედების შედეგია. ენერგია კი შეიძლება იყოს უარყოფითი ან დადებითი და სწორედ მათ ურთიერთქმედებას ჩვენთან მიმართებაში ეწოდება ვიბრაციული ენერგიის კანონი. ამ დროს პოზიტიური ენერგია თუ გვამხნევებს და ცხოვრებაში წინსვლისა და უკეთესი ქმედებისკენ გვიბიძგებს, უარყოფითი ენერგია ფსკერისკენ გვითრევს. ეს არის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია, როგორც შეგქმნას და აგაღორძინოს, ასევე, ძირს დაგანარცხოს და გაგანადგუროს.

– და, რა არის გამოსავალი?

– გაგიკვირდებათ, მაგრამ გამოსავალი თქვენს ხელშია და ამას მარტივად შეძლებთ. შემოგთავაზებთ რიტუალს, რომელიც ნამდვილად შეცვლის ენერგიათა ნაკადებს თქვენს სახლში. მაშ ასე, ეს არის ჭიქა წყლის რიტუალი მარილითა და ძმრით: ერთ ჭიქა წყალზე გამოიყენეთ 1 სადილის კოვზი ძმარი და 1 ჩაის კოვზი მარილი. ცარიელ ჭიქაში ჯერ ჩაყარეთ ზღვის მარილი, მერე შეავსეთ წყლით და ბოლოს დაამატეთ ძმარი. არ არის საჭირო მორევა მარილის გასახსნელად, უბრალოდ, დატოვეთ ისე, როგორც არის და დადგით ოთახში. ანდა რამდენიმე ასეთი ჭიქა მოამზადეთ და სათითაოდ, ყველა ოთახში დადგით, რომ მთელი სახლი გაიწმინდოს. ასე გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში და შემდეგ შეამოწმეთ, შეიცვალა თუ არა წყალი ჭიქაში მისი დადგმის შემდეგ. თუ საერთოდ არანაირი ცვლილება არ შეინიშნება, ესე იგი, ოთახი სუფთაა და თავისუფალია ყოველგვარი უარყოფითი ენერგიისგან. ხოლო თუ შეიცვალა, მაგალითად, მარილი ზედაპირზე ამოვიდა ან სითხე გამუქდა, მაშინ ჭიქა გარეცხეთ ან აიღეთ ახალი და პროცედურა კვლავ გაიმეორეთ. ასე უნდა მოიქცეთ მანამდე, სანამ მარილი ზედაპირზე ტივტივს არ შეწყვეტს, წყალს კი ორიგინალური ფერი არ შეუნარჩუნდება. ეს იქნება დამარწმუნებელი ნიშანი იმისა, რომ სახლი გაიწმინდა. შემდეგ წყალი ჭიქიანად გარეთ გაიტანეთ და ქუჩაში, სახლიდან მინიმუმ, ათი მეტრის მოშორებით გადაასხით. არ არის რეკომენდებული, ეს წყალი ნიჟარაში ჩაღვაროთ, ამით სახლში უარყოფითი ენერგიის ნარჩენებს დაიტოვებთ. როცა ჭიქით უარყოფითი ენერგია გარეთ გაგაქვთ და მას სახლისგან მოშორებით ასხამთ, ამით მთლიანად ათავისუფლებთ საცხოვრებელს ნეგატივისგან და მას დედაბუნებას უბრუნებთ, რათა დროულად გარდაქმნას რაიმე პოზიტიურად.

– წყალს ბევრი სხვა ხალხური გადმოცემაც უკავშირდება…

– და ეს ბუნებრივიცაა, წყალი ხომ სიცოცხლის ელექსირია და შესაბამისად, სახლიც ძნელი წარმოსადგენია წყლის გარეშე. ამიტომაცაა ხალხშიც უამრავი გადმოცემა და მინიშნება გავრცელებული ამ საოცარი სითხის შესახებ. წარმოგიდგენთ რამდენიმეს, მაგალითად, იატაკზე ცოტა წყლის დაღვრაც კი, უძველესი დროიდან წარუმატებლობას მოასწავებდა. ამიტომ, თქვენ ეს წუთიერი უსიამოვნება თვითკონტროლისთვის უნდა გამოიყენოთ – გაფრთხილდით და თითოეული ნაბიჯი თუ სიტყვა აწონ-დაწონეთ, რაც მოსალოდნელი უბედურების გადალახვაში დაგეხმარებათ. ასე რომ, თუ მინიშნებას გაითვალისწინებთ და არ აჩქარდებით, პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ. მაგრამ, წყალი თუ ტრასაზე დაგეღვარათ – გაწვიმდება. დალაგება-დასუფთავების შემდეგ კი, ნარეცხი ჭუჭყიანი წყალი შენობაში დიდხანს არ გააჩეროთ. სასწრაფოდ სახლიდან გაიტანეთ და გადაასხით, თორემ ოჯახში პრობლემები არ გამოილევა. ასევე, უძველესი ტრადიციაა, რომ სახლში ვედრო ცარიელი არ უნდა დარჩეს – ყველას წყლით ავსებდნენ, რადგან სწამდათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახში ძალადობა და კონფლიქტები იჩენდა თავს. საერთოდ, თუ სახლში სუფთა, წმინდა წყალს ყოველთვის იქონიებთ, წარმატება და იღბალი თქვენი თანამდევი იქნება. მაგრამ, თუ ადამიანმა შემთხვევით წყალი ზედ გადაისხა, ეს სიგნალია იმისა, რომ ბედნიერი შემთხვევა მას საქმეში დიდ წარმატებას უმზადებს. სახლში წყლიანი ჭურჭელი ყოველთვის შემაღლებულზე უნდა დადგათ. ბოთლი თუ ვედრო იატაკზე – სიღარიბეს იწვევს. დაბოლოს, ადრე გაჭირვებისგან თავის დასაღწევად ერთ ასეთ ტექნიკას იყენებდნენ: ნებისმიერი პრობლემის დროს გამდინარე (მდინარე, ნაკადული, წყარო) წყალთან მიდიოდნენ და თავიანთი უბედურების შესახებ უამბობდნენ. მათ სწამდათ, რომ წყლის დინება უბედურებას თან წაიღებდა. დღეს ამ ჩვეულებამ სახე იცვალა და უბრალოდ, ღია ონკანთანაც შეგიძლიათ გული მოიოხოთ და მას საკუთარი დარდი გაუზიაროთ… შვებას აუცილებლად იგრძნობთ. გისურვებთ წარმატებას!\

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge