Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმის შესახებ

May 4, 2023
რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმის შესახებ

აუტიზმით შეიძლება, დაავადდეს ნებისმიერი რასისა და ეროვნების ადამიანი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მისი განვითარების ალბათობა მკვეთრად მატულობს. ეს ფაქტორებია:

ბავშვის სქესი – აღმოჩნდა, რომ ვაჟებს 3-4-ჯერ უფრო ხშირად აქვთ აუტიზმი, ვიდრე გოგონებს.

მემკვიდრეობითი განწყობა – ოჯახში, სადაც ერთ ბავშვს აუტიზმი აქვს, უფრო დიდია ალბათობა, მეორეც ასეთი დაიბადოს.

აღმოჩნდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლებსა და ნათესავებს ხშირად აქვთ სოციალური და კომუნიკაციური სფეროს პრობლემები ან აუტისტური ქცევები. აუტიზმის განვითარების რისკი საგრძნობლად იმატებს, თუ მშობლის და ან ძმა აუტისტური სპექტრის აშლილობით არის ავად. ასეთი ბავშვების მეათედს შესაძლოა სხვა გენეტიკური პათოლოგიაც, მაგალითად, დაუნის სინდრომი ან ტუბეროზული სკლეროზი აღმოაჩნდეს.

სხვა დარღვევები – ზოგიერთი დაავადების დროს მაღალია აუტიზმის თანხლების ალბათობა. მათ რიცხვს მიეკუთვნება მყიფე X სინდრომი, ტუბეროზული სკლეროზი, ტურეტის სინდრომი და ეპილეფსია.

მამის ასაკი – გამოკვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ მამის ასაკოვნება აუტიზმის რისკს ზრდის. ერთ-ერთი სერიოზული გამოკვლევის თანახმად, 40 წელს გადაცილებულ მამებს 6-ჯერ უფრო ხშირად ჰყავთ აუტიზმის მქონე შვილები, ვიდრე 30 წლამდე ასაკისას. დედის ასაკთან ამგვარი კავშირი დადგენილი არ არის.

საყურადღებო ნიშნები 2 წლამდე:

👉არ რეაგირებს სახელის დაძახებასა და მიმართვაზე, თითქოს არც ესმოდეს;

👉როცა ეფერებით, ელაპარაკებით, აცმევთ, თვალებში არ გიყურებთ;

👉არ მოსწონს ხელში აყვანა, ჩახუტების მაგივრად უკან იხრება;

👉ვერ ხვდება სხვის ემოციებს ან უჭირს მათი აღქმა. თქვენი ხმის კილოსა და სახის გამომეტყველების მიხედვით ვერ არჩევს, კარგ გუნებაზე ხართ თუ ცუდზე, გიხარიათ თუ გწყინთ;

👉გამუდმებით იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობებს (ბრუნვა, ტრიალი, რხევა, ხელების ქნევა) ან აქვს თვითდამაზიანებელი ქცევა (კბენა, თავის რტყმა);

👉 12 თვისთვის არ ტიტინებს;

👉 12 თვისთვის არ იყენებს ჟესტებს (თითით მინიშნება, დასამშვიდობებლად ხელის დაქნევა);

👉 16 თვისთვის არცერთ სიტყვას არ ამბობს;

👉24 თვისთვის არ ამბობს ორსიტყვიან ფრაზას (გამეორება არ ითვლება);

2 წლის შემდეგ:

👉დაკარგა მანამდე შეძენილი სამეტყველო და სოციალური უნარ-ჩვევები;

👉გვიან დაიწყო ლაპარაკი და საკუთარ თავს ხშირად იხსენიებს მესამე პირში (და არა, როგორც მე-ს);

👉 დაკარგა მანამდე ნასწავლი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენების უნარი;

👉 ლაპარაკობს არაბუნებრივი, უჩვეულო ტონითა და რიტმით (წამღერებით ან რობოტივით);

👉არ წამოიწყებს საუბარს, არ ერთვება დიალოგში;

👉აქვს განსაკუთრებული რიტუალები და რეჟიმი და ძალიან წუხს, როცა ისინი ირღვევა;

👉დიდი ხნით მოინუსხება ხოლმე საგნის რომელიმე ნაწილით, მაგალითად, სათამაშო მანქანის მბრუნავი ბორბლით;

👉განსაკუთრებით მგრძნობიარეა შეხების, სინათლისა და ხმაურის მიმართ, მაგრამ იშვიათად გამოხატავს რეაქციას ტკივილზე.

წყარო:თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ ვახო სანაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • დიპლომატებს პოლიტიკოსების სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს
  • “ავტოკრატიული რეჟიმის გამტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯი“ – მამუკა ანდღულაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge