ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს აწყობს.
კლუბი ყველაზე აქტიურ გულშემატკივრებს ბაზაზე მასპინძლობს.
ერთ-ერთი ასეთი მასპინძლობისას, „ნაპოლის“ საწვრთნელ სივრცეში ნეაპოლური გუნდის გულშემატკივარმა საყვარელ ქალბატონს ხელი სთხოვა.
ამ ცერემონიაში ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა.
კლუბის მიერ ორგანიზებული აქტივობების სახელწოდებაა – „რას გააკეთებდი „ნაპოლისთვის“ .
შეგახსენებთ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს. ნეაპოლური კლუბი უახლოეს მდევარს, რომის „ლაციოს“, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 18 ქულით უსწრებს.