ახლახანს ცნობილი მწერალი ისაკ (ირაკლი) კრიხელი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“დამწუხრებული ვარ, გარდაიცვალა ცნობილი მწერალი,მკვლევარი, პუბლიცისტი, დეკლამატორი, ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობების ღირსეული წარმომადგენელი, ქართველ-ებრაელთა თემის საამაყო შვილი, ბატონი ისაკ (ირაკლი) კრიხელი.
ზუსტად 5 დღის წინ ვისაუბრეთ, საჩუქრად გამომიგზავნა მისი ბოლო კრებული “…ჟამი შეკრებად ქვათა”, მადლობა გადავუხადე ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის…
ვინ იფიქრებდა ასე უეცრად მის გარდაცვალებას, მაგრამ მართლაც წამია წუთისოფელი..
რა საწყენია, როცა ადამიანი ტოვებს დედამიწას,თავის დროებით თავშესაფარს, მით უფრო საწყენი და დასანანია, როცა ისეთი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან, ვისაც კიდევ უამრავი კეთილი საქმის გაკეთება შეეძლო…
არასდროს დამავიწყდებით ბატონო ირაკლი, ძვირფასო, უფროსო მეგობარო…” – ნათქვამია განცხადებაში.
