ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც უკრაინაში ომის დაწეყების შემდეგ რუსეთიდან ემიგრაციაში წავიდა და ახლა ისრაელში ცხოვრობს, მოსკოვში ჩაფრინდა. ამის შესახებ TASS-ი მისი თანაშემწე ელენა ჩუპრაკოვაზე დაყრდნობით იტყობინება.
ოფიციალურად, მისი ვიზიტის მიზეზი არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ სავარაუდოდ, მომღერალი თავისი მეგობრის, დიზაინერის ვალენტინ იუდაშკინის ხსოვნის პატივსაცემად ჩავიდა, რომელიც გუშინ კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ჩუპრაკოვამ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, გეგმავს თუ არა პუგაჩოვა დიზაინერთან დამშვიდობებას.
იუდაშკინის დაკრძალვა 6 მაისს ტროეკუროვსკის სასაფლაოზე გაიმართება.
მანამდე მოდის დიზაინერი ვიაჩესლავ ზაიცევიც გარდაიცვალა, რის შემდეგაც პუგაჩოვამ სოციალურ ქსელებში მადლიერების პოსტი გამოაქვეყნა.
წყარო – ambebi.ge